ანგარიში ხალხს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ცოდნისკარის, ჭიაურის, ვარდისუბნის, კართუბნის და ბაისუბანის თემში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები გამართა.
კახა ჯამბურიას თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანია მოქალაქეებთან ერთად შეფასდეს განვლილი წელი. შეხვედრები, რომელიც თითქმის 2 საათს გრძელდება,
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაგეგმილი საქმიანობების გაცნობას და კითხვა - პასუხის რეჟიმში მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას მოიცავს.