სიმინდის წარმოება
გასულ წლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებული იყო სიმინდის წარმოებაში. დათესილი იყო 13000ჰა–ზე მეტი, მიუხედავად გვალვისა, წარმოების მოცულობამ შეადგინა 70000 ტ-მდე, რაც თანხობრივად შეადგენს 30000000 ლარს.
სიმინდის წარმოების მხრივ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი საქართველოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში წარმოებული სიმინდის 25–30% ლაგოდეხშია წარმოებული.