მუზეუმი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მუზეუმი
მისამართი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 2700 ლაგოდეხი. ვაშლოვანის ქ. #12 ტ. 577377940, 577377930. ელ. ფოსტა: kvavadzedavit@gmail.com მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1975წ. მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმში ფუნქციონირებს სამი განყოფილება:
ა) ფონდების აღრიცხვისა და დაცვის
ბ) არქეოლოგიის
გ) ეთნოგრაფიის
ასევე მუზეუმში ფუნქციონირებს საგამოფენო დარბაზი (მხატვრების,დიზაინერებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრების დროებითი გამოფენისათვის.
მუზეუმის ფონდში წამყვანი ადგილი არქეოლოგიურ კოლექციას ეკუთვნის, რომელიც განისაზღვრება 2465 ერთეულით. მასალა მოპოვებულია, როგორც შემთხვევით, ისე არქეოლოგიური გათხრების შედეგად და მოიცავს IV ათასწლეულიდან XVI საუკუნემდე პერიოდს.
მუზეუმის ფონდებში დაცულია XIX-XX საუკუნის საინვენტარო ეთნოგრაფიული კოლექცია, რომელიც წარმოდგენილია: სპილენძისა და ვერცხლის საყოფაცხოვრებო ნივთები: საწნახელით, ხის კავით, ხალიჩებით, კევრით, აკვნით და ტანსაცმლით.
საბრძოლო აღჭურვილობა წარმოდგენილია ხმლით, ხანჯლებითა და დაბაჩით (XVIII- XIX სს).
ფონდებში დაცული ფოტო მასალა, რომელიც 1754 ერთეულს მოიცავს ასახავს XX საუკუნის ლაგოდეხის ცხოვრებას.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მუზეუმში დაცულია XII-XX სს. სპილენძისა და ვერცხლის მონეტები, ბონები და სხვადასხვა ფულის ერთეულები. სულ 386 ერთეული.
სულ მუზეუმში დაცულია 3870 ექსპონატი. მუზეუმს 2016 წლიდან მჭიდრო ურთიერთობა აქვს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, გამოიხატება ერთობლივ არქეოლოგიის ექსპედიციებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს. პოლონეთის ქ. ჩეხანოვის მუზეუმთან ხელშეკრულების დასადებად სამეცნიერო თანამშრომლობაზე და ერთობლივ გამოფენების მოწყობაზე.
ფოტო ალბომი