მურმან ჯინორიას შემოქმედებითი საღამო ლაგოდეხში
კინოთეატრ „სინემა“-ს დარბაზში, ა(ა)იპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით მსახიობის მურმან ჯინორიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
მურმან ჯინორიას შემოქმედების მოყვარულებმა მოისმინეს კლასიკოსი პოეტების - ტერენტი გრანელის, შოთა ნიშნიანიძის, მუხრან მაჭავარიანის და გალაქტიონის გენიალური პოეტური ქმნილებები.
შემოქმედებით ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი სოციალურად გაჭირვებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან - ლელა ქვრივიშვილთან ერთად დაესწრო. ჯონდო მდივნიშვილმა ქართული მხატვრული კითხვის ოსტატს სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქარი გადასცა.