მოქალაქეების საყურადღებოდ!

30 ოქტომბერი, 2023

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2023 წლის 20 ოქტომბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში. სგშ ანგარიშის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - http://ei.gov.ge/ka/info/ce31e2ef-816e-44dc-9171-dd06a8f52db4  

დაგეგმილი სტრატეგიული დოკუმენტის სგშ ანგარიშთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები საზოგადოებას შეუძლია წარუდგინოს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე საჯარო განხილვა გაიმართება 2023 წლის 1 დეკემბერს 11:00 საათზე ქ. თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის შენობაში, III სართულზე ოთახი N301-ში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N1) და მიმდინარე წლის 15 დეკემბერს 16:00 საათზე ონლაინ ფორმატში - https://moesd.webex.com/moesd/j.php?MTID=mad664b7274ac9e0a14aafd0023460814.

,,საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანების შესაბამისად, საჯარო განხილვის ორგანიზატორს წარმოადგენს დამგეგმავი ორგანო, ამასთან სავალდებულოა შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობა. განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ნაბეჭდი სახით.

გააზიარე