მიწის სისტემური რეგისტრაცია ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში

11 ივლისი, 2023

 

 

მოქალაქეების საყურადღებოდ!

  • მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
  • ვარდისუბნის თემის ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს, საჯაროდ გაეცნონ.
  • მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge

იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 10 ივლისიდან 10 აგვისტოს, 16:00 საათის ჩათვლით, მიმართეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით.

 

  • აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

 

  • დამატებითი კითხვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

 

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.
გააზიარე