მერმა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა
ჯონდო მდივნიშვილმა, მერის სათათბირო ორგანოს, მრჩეველთა საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. მუნიციპალიტეტის მერმა, საბჭოს წევრებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალი გააცნო.
2023 წელს, ლაგოდეხში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული 40-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებისთვის, 930 000 ლარია განსაზღვრული. საჭიროების შემთხვევაში, პროექტების თანადაფინანსებას, მუნიციპალიტეტი განახორციელებს. ადგილობრივებთან, კონსულტაციები, მუნიციპალიტეტის 14 თემში გაიმართა. დაიგეგმა, პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტები: სასმელი წყლის რეაბილიტაცია, შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა, გარე განათების დამონტაჟება და საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მოწესრიგება.
პროგრამის პირველი ეტაპი დასრულებულია. შერჩეული პროექტები, მრჩეველთა საბჭოს წევრებისათვის გაცნობის შემდეგ, დასამტკიცებლად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. შემდეგი ეტაპი დაგეგმილი სამუშაოების დაწყებაა, რომლის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად ჩაერთვებიან.