„მე ვგმობ ძალადობას, შენ ?“- საჯარო დისკუსია ლაგოდეხში
რამდენად სერიოზულად დგას ქართულ სკოლებში ძალადობის პრობლემა და რა კეთდება იმისათვის, რომ არსებული რეალობა სასწავლო დაწესებულებებში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი- ამ საკითხზე დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე მსჯელობდნენ დისკუსიაში მონაწილე მხარეები, პედაგოგები, იურისტები, სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოზარდები და მათი მშობლები. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით დისკუსიის მთავარი მიზანია საზოგადოებამ იმსჯელოს სასკოლო გარემოს გაჯანსაღებაზე, აღზრდის სისტემების დახვეწაზე და მთლიანად საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებაზე ამ პრობლემისადმი.