ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ დაიწყო

3 აგვისტო, 2021

საპროექტო წინადადებების მიღება უკვე შესაძლებელია

 „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ პროექტის ფარგლებში საპროექტო წინადადებების წარმოდგენა შეუძლია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, 18 წლის ასაკიდან, ან საინიციატივო ჯგუფს.

 დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საპროექტო წინადადებების შეუზღუდავი რაოდენობა წარმოადგინონ. საპროექტო წინადადებები მიიღება ელექტრონულად. https://docs.google.com/.../1GxM03TdPQ5Iyg370.../viewform...

წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია 10 აგვისტომდე.

 საპროექტო წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;

 საპროექტო წინადადების გასანხორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

 წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც ჩადებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში); პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).

 პროექტები, რომელიც ყველა კრიტირიუმს დააკმაყოფილებს, გადავა კენჭისყრის ეტაპზე. გაიმარჯვებს ის პროექტი, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს.

 პროექტის "დაგეგმე შენი ბიუჯეტი" ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მოწყობას, რომლითაც ნებისმიერი მოქალაქე შეუფერხებლად ისარგებლებს.

 პროექტი არ ითვალისწინებს ბიზნეს-იდეების დაფინანსებას 

 პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა ბიზნეს-იდეები არ მიიღება 

 გამარჯვებული პროექტი 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. #GIZ #GGLD #GermanCooperation პროექტი ხორციელდება GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.

გააზიარე