ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

28 დეკემბერი, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ფინანსურ  დოკუმენტს მხარი დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა, მათ შორის ფრაქცია “ევროპული საქართველო“-ს წევრებმა. 2018 წლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის მოცულობა  8 884 400 მილიონი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტად კვლავ სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის თქმით „2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სრულად ასახავს მოსახლეობის ინტერესებს და მუნიციპალიტეტის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს პასუხობს“-განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ფოტო ალბომი


გააზიარე