ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ა(ა)იპ ორანიზაციების საქმიანობას ეცნობა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ა(ა)იპ ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ცენტრმა ბოლო 4 წელში განხორციელებული საქმიანობები შეაჯამა და პრეზენტაციის სახით თვითმმართველობის ახალ ხელმძღვანელს წარუდგინა. ჯონდო მდივნიშვილის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრმა ძირეული ცვლილებები განიცადა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარადაჭერა უზრუნველყო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრს 2014 წლიდან დღემდე ივანე ხაჩიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც საქმიანობას ახალი მოწვევის საკრებულოში გააგრძელებს.