ლაგოდეხის გამგებელმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა
მუნციპალიტეტის ხელმძღვანელობის მუშაობის გამჭირვალობისა და ლაგოდეხის მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების მიზნით 29 ოქტომბერს კინოთეატრ "სინემა"-ს დარბაზში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რომელიც 2016 წელს განხორციელდა და ხორციელდება.
შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საგანმანათლებლო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
პრეზენტაცია შეაფასა საკრებულოს თავჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ.
შეხვედრის დასასრულს გამგებელმა დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარსდგნენ.