ლაგოდეხის 9 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

16 May, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  სოფელ გელათის, განათლების , ბაისუბანის, პატარაგორის,  ზემო და ქვემო მსხალგორის შემდგომ, გაზიფიცირების სამუშაოები კიდევ სამ სოფელში დაიწყო. სოფელ ბოლოკიანში, ნაწისქვილარში და მშვიდობიანში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს.  გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს ლაგოდეხის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ ხელაშვილმა დაათვალიერა. კომპანია სამუშაოების დასრულებას  მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს.  

ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში მიმდინარეობს. 

ფოტო ალბომი

გააზიარე