ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ლელა კურტანიძე - 599021267
ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
- მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას.
- ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას.
- მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას.
- ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას.
- წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე.
- ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვასა და წინადადებების მომზადებას.
- დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას.
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას.
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას.
- წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე.
- წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე.
- წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
- მონიტორინგს მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე.
- მონიტორინგს და კონტროლს, მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე.
- მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება- მოვალეობათა განხორციელებას.
- ქუჩებისა და მოედნების სახელდების თაობაზე წინადადებების მომზადება. რ) მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
- მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარებას, შედეგების გამოვლენას და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ ანგარიშგებებში ასახვას.
- მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა- პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას.
- საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
- საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას.
- მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების საოფისე მასალებით მომარაგებას.
- მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას.
- მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.