კომისიების გაერთიანებული სხდომა
სამშაბათს, 30 ნოემბერს, 14:00 საათზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის ერთობლივი სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 სექტემბრის №გ-93.93212465 განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: ივ. წიქარიშვილი/
2.,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 17 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ა. ბაინდურაშვილი,ნ. კუპრაშვილი/
3.,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №9 დადენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ა. ბაინდურაშვილი,ნ. კუპრაშვილი/