კომისიების გაერთიანებული სხდომა

26 ივლისი, 2024

31 ივლისს, 11:00 საათზე,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება 

კომისიების 

(გაერთიანებული) სხდომა

დღის წესრიგი:

1. „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე. /მომხს: ნ.კუპრაშვილი,გ.მანგოშვილი/


2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების
შესახებ.
/მომხს: შ. ხაჩიაშვილი,ნ.დათუკიშვილი/


3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად
სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათის დადგენის შესახებ.
/მომხს: შ. ხაჩიაშვილი,ნ.დათუკიშვილი/


4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში (ლელიანის ადმინისტრაციული
ერთეული) ქუჩისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე.
/მომხს: შ. ხაჩიაშვილი/


5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალთაში (ლელიანის ადმინისტრაციული ერთეული)
ქუჩისათვის ერეკლე II-ის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე.
/მომხს: შ. ხაჩიაშვილი/


6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ლელიანში (ლელიანის ადმინისტრაციული
ერთეული) ქუჩისათვის იოანე ნათლისმცემლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე.
/მომხს: შ. ხაჩიაშვილი/


7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში (კართუბნის ადმინისტრაციული
ერთეული) ქუჩისათვის დავით აღამაშენებლის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების)
თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
/მომხს: შ.ხაჩიაშვილი/


8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში (კართუბნის ადმინისტრაციული
ერთეული) ქუჩისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
/მომხს: შ.ხაჩიაშვილი/

9. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში (კართუბნის ადმინისტრაციული
ერთეული) ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
/მომხს: შ.ხაჩიაშვილი/


10. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწისქვილარში (კართუბნის ადმინისტრაციული
ერთეული) ქუჩისათვის აფხაზეთის ომის გმირის თამაზი გელაშვილის სახელის მინიჭების
(სახელდების) თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
/მომხს: შ.ხაჩიაშვილი/

11. სხვადასხვა.

გააზიარე