კახა ჯამბურია და გურამ მაჭარაშვილი კახში მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ.

8 May, 2017

6 მაისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია  ლაგოდეხი- ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან გურამ მაჭარაშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპულიკაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა  შეხვედრები  ბელექანის და კახის რაიონის  ხელმძღვანელ პირებთან გამართეს.    შეხვედრის მიზანი, საზღვრისპირა რეგიონების დამეგობრება და  კულტურისა და სპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობა იყო.  

შეხვედრის შემდეგ კახა ჯამბურიამ და გურამ მაჭარაშვილმა გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად,  კახში ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, აგრეთვე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოილოცეს და ადგილობრივ ქართველებს შეხვდნენ.

ფოტო ალბომი

გააზიარე