კართუბნის თემში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

12 დეკემბერი, 2016

სამი მნიშვნელოვანი პროექტი კართუბლის თემში სოფელი ბოლოკიანი, კართუბანი, ნაწისქვილარის შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა . პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება დაახლოებით 2 მილონი ლარია. ადგილობრივების, თქმით აღნიშნული პროექტით თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პრობლემა გადაიჭრა და 2000-მდე მოსახლის გადაადგილება უსაფრთხო გახდა. შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა სოფელ კართუბანშიც. სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობისა და არსებულ არტეზიულ ჭაბურღილებზე დაერთების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა სოფელ კართუბანში. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლითაც სოფელში მცხოვრები 1000- მდე მოსახლე სარგებლობს. განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ გამგებლის წარმომადგენელთან იოსებ ვარდიაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

გააზიარე