ქალაქში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია დაიწყო
ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია დაიწყო. სასმელი წყლის პროექტის სამუშაოების შედეგად დაზიანებულ ასფალტის საფარს კომპანია „ინსი“ აღადგენს. ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე დაათვალიერა. მისი თქმით, დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში ზაქათლის ქუჩაზეც დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქს. როგორც ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა აპრილის ბოლოსთვის სასმელი წყლის პროექტის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები ქ.ლაგოდეხში დასრულებული იქნება, ამის შემდეგ დაზიანებულ გზის საფარს ყველა იმ სოფელშიც აღადგენენ სადაც სასმელი წყლის პროექტი მიმდინარეობს.