ჯონდო მდივნიშვილა ლელიანის #2 საბაშვო ბაღი მოინახულა
მუნიციპალიტეტის მერი ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში გადაცემა „იმედის კვირა“-ში გასული სიუჟეტს გამოეხმაურა. ჯონდო მდივნიშვილი საკრებულოს წევრებთან და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად, ლელიანის საბავშვო ბაგა-ბაღს პირადად ესტუმრა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტის მერმა ლელიანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცა.