იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

5 April, 2023

ხუთშაბათს, 6 აპრილს 15:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება

დღის წესრიგი:

 

1. „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის 2023 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის N28 დადგენილებაში

ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხს:ნ. დათუკიშვილი/

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და

ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ.

/მომხს:ნ. დათუკიშვილი/

3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ცენტრალური ქუჩისათვის ჰერეთის ქუჩის

სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

 

/მომხს:შ. ხაჩიაშვილი/

 

4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მეორე ქუჩისათვის (ცენტრალური ქუჩის

პარალელური ქუჩა) თამარ მეფის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

 

/მომხს: შ. ხაჩიაშვილი/

 

5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მესამე ქუჩისათვის (ცენტრალური ქუჩის

პარალელური ქუჩა) შერმადინ დარჩიაშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

/მომხს: შ. ხაჩიაშვილი/

გააზიარე