განცხადება შპს ,,ლაგოდეხის რაიონის პროფილაქტიკური დერატიზაციის“ (ს/ნ 233113573) დაშლის (ლიკვიდაციის) პროცესის დაწყების გამო, მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კრედიტორების მიწვევის თაობაზე
განცხადება შპს ,,ლაგოდეხის რაიონის პროფილაქტიკური დერატიზაციის“ (ს/ნ 233113573) დაშლის (ლიკვიდაციის) პროცესის დაწყების გამო, მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კრედიტორების მიწვევის თაობაზე
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 მარტის გ-93.9324061001 განკარგულების საფუძველზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ლაგოდეხის რაიონის პროფილაქტიკური დერატიზაციის“ ლიკვიდაციის (დაშლის) პროცესის დაწყების თაობაზე ( 2024 წლის 12 მარტის ბრძანება #ბ92. 92240724)
სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდატორად განისაზღვრა საწარმოს დირექტორი, ჟულიატა ბარამიძე (პ/ნ 25001015374), ტელ:599 98 52 21.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 იანვრის N20 დადგენილების მე-2 მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის (ლიკვიდაციის) პროცესის დაწყების გამო საწარმოს კრედიტორები მოწვეულნი არიან მოთხოვნების განსაცხადებლად სამეწარმეო საზოგადოების წინაშე.
კრედიტორებს მოთხოვნების განსაცხადებლად განესაზღვრათ ერთ თვიანი ვადა.
ჟულიატა ბარამიძე - შპს ,,ლაგოდეხის რაიონის პროფილაქტიკური დერატიზაციის“ ლიკვიდატორი.
19/03/2024 წ.