წითელმა ჯვარმა ლაგოდეხი ყველაზე წარმატებულ მუნიციპალიტეტად აღიარა

20 დეკემბერი, 2017

19 დეკემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ (სწჯს) 16 გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა ჩაატარა. ღონისძიებაში 16 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ: თბილისი, გორი, მარნეული, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, სიღნაღი, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, საჩხერე, ჭიათურა, ტყიბული. შეხვედრა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ გახსნა, რომელმაც ეროვნული საზოგადოებისა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ სირაძემ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე მიწვეული იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია. წითელმა ჯვარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობის კუთხით ყველაზე წარმატებულ მუნიციპალიტეტად აღიარა.

გააზიარე