ანანაურში ადგილობრივებს სასმელი წყალი უწვეტად მიეწოდება

7 სექტემბერი, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანაურში  სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები დასრულდა .  პროექტის ფარგლებში  ჭაბურღილი, რეზერვუარი  და მილსადენი მოეწყო. აღნიშნულ სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა აწუხებდა, ვინაიდან დაზიანებული წყლის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით დასახლების მომარაგებას. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა ზაფხულის პერიოდში. ამჟამად, კი  ადგილობრივებს  სასმელი წყალი უწვეტად  მიეწოდება.   სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაათვალიერა  და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ფოტო ალბომი


გააზიარე