15 ოქტომბერს არეშფერანში კოსტაობა აღინიშნა

16 ოქტომბერი, 2017

15 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  სოფელ არეშფერანში, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლაში გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის 158 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება „კოსტაობა“  აღინიშნა. „კოსტაობაზე“ გაიმართა საზეიმო კონცერტი, ჭიდაობა, დოღი, ქართული და ოსური კულინარიის დეგუსტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან ქართველი და ოსი საზოგადოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფოტო ალბომი

გააზიარე