ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

2 თებერვალი, 2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებული სამუშაოების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. სოფლის კრებები და კონსულტაციები, 16 იანვარს დაიწყო და მუნიციპალიტეტის 67 სოფელში გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას პირადად შეხვდა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ადგილობრივებთან კონსულტაციების თანახმად გამოიკვეთა ძირითადი პრიორიტეტების ჩამონათვალი. სასმელი წყლის რეაბილიტაცია, შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება . შერჩეული პროექტები, დასამტკიცებლად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.შემდეგი ეტაპი დაგეგმილი სამუშაოების დაწყებაა, რომლის დროული და ხარისხიანი შესრულებისათვის მერიის შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ. 2023 წელს ლაგოდეხში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული 40-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებისთვის 930 000 ლარია განსაზღვრული. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი, პროექტების თანადაფინანსებას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის დამატებით განახორციელებს.

 

                                   

 

 

გააზიარე