საკრებულოს სხდომა
პარასკევს, 3 დეკემბერს, 12:00 საათზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში გაიმართება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ახალარჩეული საკრებულოს წევრების რეგისტრაცია;
2 .საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
3. დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;
4. დროებითი ხმისდამთვლელი კომისიის არჩევა;
5. შესვენება(10 წთ);
6. ახალარჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობა;
7. 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა;
8. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
9. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა;
10. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;
11. შესვენება(20 წთ., ფრაქციების დოკუმენტაციის გადაცემა სამანდატო კომისიისათვის);
12. საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;
13. შესვენება(5 წთ);
14. საკრებულო, ფრაქციების წევრების პროპორციულად ადგენს კომისიების სრულ შემადგენლობას და წარმომადგენლობის კვოტებს(განკარგულების პროექტს წარადგენს დროებითი სამანდატო კომისია);
15. შესვენება (20 წთ.) შესვენების მიმდინარეობისას ფრაქციები კომისიებში კვოტების შესაბამისად წარადგენენ წევრებს და თითოეული კომისიის წევრთაგან შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას);
16. საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცნობად მიღება;
17. საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.
18. ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №9 დადენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.