სააღდგომო საჩუქარი მიუსაფარ და მზრუნველობა მოკლებულ ბენფიციარებს

6 April, 2018

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა მიუსაფარ და მზრუნველობა მოკლებულ სასადილოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქ.ლაგოდეხის და სოფ. აფენის უფასო კვების ობიექტის ბენეფიციარებს მიულოცა.

მდივნიშვილმა  სოციალურად დაუცველ 130 ბენეფიციარს  სააღდგომო ნობათი პირადად გადასცა.

„მინდა წინსაწარ მოგილოცოთ თქვენ და სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე და ჭეშმარიტად დიდებული დღესასწაული - ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა! ეს დღე თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის გამორჩეული და განსაკუთრებულია. ჯანმრთელობას, მხნეობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. თქვენ ხართ ის ადამიანები ვისაც ჩვენი თანადგომა, ზრუნვა, სიყვარული და მხარდჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.“ - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა

#ჩვენერთმანეთს ვჭირდებით


გააზიარე