მერმა ბაგაურების ოჯახი მოინახულა

5 მარტი, 2018

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ  ვერხვისმინდორში ბაგაურების ოჯახი მოინახულა. სოციალურად დაუცველ ოჯახს წლების განმავლობაში უხვი ნალექის დროს მდინარე არეში საცხოვრებელ სახლს და ნაკვეთს უტბორავს. ჯონდო მდივნიშვილი ბაგაურების ოჯახს პირადად ესტუმრა და იქ არსებული მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

„აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად უმოკლეს პერიოდში  მდინარე არეშზე გაბიონის მოწყობის საპროექტო სამუშაოები დაიწყება. დამცავი გაბიონის მოსწყობის შემდეგ ოჯახს სტიქია საფრთხეს აღარ შეუქმნის“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

ფოტო ალბომი 

გააზიარე