ვაკანსიები

2 მარტი, 2018

ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის (lagodekhi.gov.ge) მეშვეობით მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის   ა(ა)იპ  „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის“ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად,  განცხადებები მიიღება წერილობითი ფორმით,  ქ. ლაგოდეხში, კოსტავას ქ.N1  -ში მდებარე ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის“  ოფისში მიმდინარე  წლის 28 თებერვლიდან  2  მარტის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. 

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საკონკურსო კომისიის სამდივნოს, ზემოხსენებულ მისამართზე ან დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს,  ტელეფონის ნომერზე:   599856274.

დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

1 . განცხადება;

2.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

3.  რეზიუმი CV;

4.განათლების დამადასტურებელი  ( საშუალო, ტექნიკური, უმაღლესი) დოკუმენტი;

5.სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

6.კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) არსებობის შემთხვევაში.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1.განცხადებების გადარჩევა (  05.03.2018 წ);  

2. გასაუბრება  (06-07 მარტი 09:00 საათიდან) .

კონკურსანტები შეფასდებიან ქულათა სისტემით, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების შეფასების კრიტერიუმებით.

პროფესიული მახასიათებლები/შეფასების კრიტერიუმები/:

კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, სამუშაო მოტივაცია (შრომითი ღირებულება), კანდიდატის თვითშეფასება, კანდიდატის მზაობა  თანამდებობის დასაკავებლად.

კანდიდატის ზოგადი პიროვნული მახასიათებლები:

კომუნიკაციის უნარი, არგუმენტირების უნარი, ლოგიკურად მსჯელობა, ანალიზის და პრობლემის გადაჭრის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ემოციური მდგომარეობა.

გადაწყვეტილების მიღების დროს უპირატესობა მიენიჭება ყველაზე მაღალი ქულის მქონე კანდიდატს.

 

გააზიარე