ლაგოდეხის მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
ლაგოდეხის ახლად არჩეული მერი ჯონდო მდივნიშვილი მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. მას უკვე ყოფილი გამგებელი კახა ჯამბურია და ლაგოდეხი ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დახვდა. ლაგოდეხის ახლად არჩეული მერი უფლებამოსილების დაწყებამდე გამგებლის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს შეხვედა.