ვარდისუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

26 სექტემბერი, 2017

სოფელ ვარდისუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა . პროექტი, რომლის ფარგლებშიც შენობის შიდა და გარე რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა მოხდა, ქალთა  სათემო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საგას“, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.  პროექტი „მეორე სიცოცხლე“-ს ფარგლებში გახორციელებული სამუშაოები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ  გიორგი ბოკერიამ დაათვალიერა.  ვარდისუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000, ხოლო დონორი ორგანიზაციების მხრიდან 8 000 ლარი იქნა გამოყოფილი.

ფოტო ალბომი


გააზიარე