ლაგოდეხს 3 ახალი ნაგავმზიდი და 130 ნარჩენების კონტეინერი გადაეცა

3 April, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი 3 ახალი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება. სპეციალური დანიშნულების ავტომობილებთან ერთად, მუნიციპალიტეტში 130 ახალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი განთავსდა.
სპეციალური ტექნიკა მუნიციპალიტეტს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა. ახალი ტექნიკა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ სარალიძემ დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ავტოპარკის განახლება, ხელს შეუწყობს დასუფთავების ხარისხის გაუმჯობესებას მუნიციპალიტეტში.

გააზიარე