ლაგოდეხში ჭადრაკის განვითარებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა
ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, ქ. ლაგოდეხში ყოფილი №2 საჯარო სკოლის შენებაში ინფრასტრუქტურა ეწყობა. საჭადრაკო კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაათვალიერა. მისივე თქმით, შენობის მესამე სართულზე საჭადრაკო კლუბი განთავსდება, რომელიც პროფესიონალ და დამწყებ ლაგოდეხელ მოჭადრაკეებს ასპარეზობისთვის მოამზადებს.