შეხვედრა ენერგოომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან

20 მარტი, 2018

დღეს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ენერგოომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ენერგეტიკის დარგში სამომხმარებლო ცნობიერების გაზრდას ემსახურებოდა და მას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვრცლად იქნა განხილული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის მიწოდების, წყლის მომარაგებისა და ენერგეტიკულ სექტორში - არსებული მდგომარეობა. ენერგოომბუდსმენმა კიდევ ერთხელ მოისმინა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მომხმარებლების ძირითადი პრობლემები და აქტუალური საკითხები, რომლებიც შემდგომ შესაბამის რეგულაციას მოითხოვს.

 მუნიციპალიტეტის მერია მზად არის ითანამშრომლოს ომბუდსმენის წარმომადგენლებთან, რათა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები მაქსიმალურად იქნას აღმოფხვრილი.

 

გააზიარე