ლაგოდეხში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია იწყება

15 აგვისტო, 2017

ლაგოდეხში დაზიანებული გზების  რეაბილიტაცია იწყება.  სასმელი წყლის პროექტის სამუშაოების შედეგად დაზიანებულ ასფალტის საფარს კომპანია „ინსი“  აღადგენს.  დაზიანებული გზის საფარი დღეს  კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.  სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დაზიანებული გზების  საფარის აღდგენითი სამუშაოები  მიმდინარე კვირას დაიწყება.

ფოტო ალბომი


გააზიარე