ლაგოდეხში პროფესიული კოლეჯი 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება

9 აგვისტო, 2017

2017 სასწავლო წლიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ ფილიალი გაიხსნება. სასწავლებლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დათვალიერა.  საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“-ს წარმომადგენლების თქმით,   შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე და სასწავლო კორპუსის განახლების გარდა დაგეგმილია სტუდენტების საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაციაც.პროფესიულ კოლეჯში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. სხვადასხვა პროგრამის ხანგრძლივობა 8-თვიდან იწყება და 3 წლამდე გრძელდება.

ფოტო ალბომი

გააზიარე