გამგებელი სოფელ ლელიანის და ბებურიანის მოსახლეობას შეხვდა

4 April, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტეტის გამგებელმა სოფელ ლელიანის და ბებურიანის მოსახლეობას „დასახლების საერთო კრებები“-ს ფარგლებში, გასულ წელს მუნიპალიტეტის წინაშე დასმული წინადადებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. სასმელი წყალი, შიდა სასაოფლო გზა და გაზიფიცირება, რომელიც წლების განმავლობაში ორივე დასახლების პრობლემას წარმოადგენდა, ამ ეტაპზე მოგვარებულია. კახა ჯამბურიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სოფლად არსებული პრობლემების მოგვრებას ეტაპობრივად ახდენს. ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიზნით, მუნიციპალიტეტებში „დასახლების საერთო კრებები“ გასულ წელს შეიქმნა. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “მიხედვით, საერთო კრება უფლებამოსილია იმსჯელოს დასახლებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე და მუნიციპალიტეტის ორგანოებში წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები.

ფოტო ალბომი


გააზიარე