საკრებულოს ბიუროს სხდომა
ხუთშაბათს, 1 სექტემბერს, 14:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება საკრებულოს ბიუროს სხდომა.
დღის წესრიგი:
- ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 04 მარტის №13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: ო. შველიძე, ივ.წიქარიშვილი,/
- გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისთვის 2022 წლის 3 ივნისს შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფისთვის, სამუშაო ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.
/მომხს: შ.ხაჩიაშვილი/
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის თაობაზე.
/მომხს: კ.ჯამბურია/
4. სხვადასხვა.