ტრადიციები და დღესასწაულები მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აღინიშნება საეკლესიო და სახალხო დღესასწაულები:

„ჰერეთობა“ - სახალხო დღესასწაული ტრედიციულად შემოდგომაზე აღინიშნება. ადგილობრივ მოსახლეობას  მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საშუალება ეძლევა გაეცნონ მუნიციპალიტეტის მიღწევებს; საპატიო მოქალაქეების, წარმატებული  სპორტსმენების, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების დაჯილდოვებას. კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობენ ქორეოგრაფიული, საესტრადო და ხალხური ანსამბლები. ჰერეთობის დღესასწაულზე იმართება სპორტული შეჯიბრებები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და სხვა კულტურული ღონისძიებები.

ჰერეთობა 2015 


 „თევდორობა“ -  წმინდა თევდორეს ხსენების დღე. აღდგომიდან შვიდი კვირით ადრე  სოფელ ლელიანში აღინიშნება, სადღესასწაულო წირვის შემდეგ იმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები.  

 


„მამუკაობა“ - 9 აპრილის ომში დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  დღე - 9 აპრილს სოფელ კართუბანში აღინიშნება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გვირგვინით ამკობს მამუკა ნოზაძის საფლავს, აღევლინება სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.

 


„კოსტაობა“ - გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღინიშნება 21 სექტემბერს სოფელ არეშფერანში, სადაც იმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები; აგრეთვე, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული კერძები და ეზიარონ ქართული სუფრის ადათ-წესებს.

 


„გიაობა“ - აფხაზეთის ომში დაღუპული გია დუღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე -  ივნისის თვეში  სოფელ თამარიანში აღინიშნება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთან გვირგვინით ამკობს გია დუღაშვილის  საფლავს; აღევლინება სულის მოსახსენიებელი პარაკლისი; იმართება ფეხბურთის ტურნირი და  კონცერტი.

 

 


 „ნოვრუზ-ბაირამობა“ -  ახალ დღეს, დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ. ნოვრუზ-ბაირამობა საქართველოში მცხოვრები ერთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნული დღესასწაულია და  მარტის თვეში სოფელ კაბალში აღნიშნება. ღონისძიებაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, მხიარული და საზეიმო მუსიკის თანხლებით მართავენ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს. 

 

ნოვრუზ ბაირამობა 2017

Share page