საზოგადოებასთან ურთიერთობის,საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილება

 

II რანგი-საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/განყოფილების უფროსი - ხათუნა ლაშხი 599 62 02 86


 

საზოგადოებასთან ურთიერთობის, საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ სამსახურებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან;

დ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების მონიტორინგს;

ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას, ელექტრონული საქმისწარმოების ფუნქციონირებას.

ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას მერიასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში;

თ) ერთიანი საჯარო რეესტრის წარმოებას;

ი) უზრუნველყოფს საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოებას;

კ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

ლ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

ნ) თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულების საქმიანობის საინფორმაციო-ტექნიკურ და პროგრამულ მომსახურებას. ო) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას.

პ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს-კომფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან. ჟ) ინფორმაციის გაცვლასა და აქტიურ თანამშრომლობას მასმედიის წარმომადგენლებთან; რ) პრესისა და ტელევიზიის მიერ მომზადებული მასალების გაცნობას შემდგომი რეაგირების მიზნით.

ს) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირებას.

ტ) მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას.

უ) მერის საზოგადოებასთან ურთიერთობას, პიარის დაგეგმვასა და განხორციელებას.

ფ) მერის საჯარო გამოსვლების საინფორმაციო უზრუნველყოფას, მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადებასა და ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ქ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრესკომფერენციების მომზადებას.

ღ) ვებგვერდის ადმინისტრირებას.

ყ) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას.

ჩ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ც) ვებგვერდისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო უზრუნველყოფას. ჭ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას ვებგვერდის მეშვეობით.

ხ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების კოორდინაციას;

ჰ 3) წინადადებების მომზადებას, ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისას სადილითა და სასტუმროს მომსახურების უზრუნველსაყოფად, სათანადო ხარჯების გამოყოფის შესახებ;

ჰ 4 ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

სამსახურის დებულება

Share page