არეშფერნის თემის გაზიფიცირება და წყალმომარაგება

9 January, 2017

სოფელ არეშფერანში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა და არტეზიულ ჭაბურღილებზე დაერთების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პროექტით თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პრობლემა გადაიჭრა და დღეს 2000-მდე მოსახლეს სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. სოფელში ბუნებრივი აირიც შევიდა. ამ დრომდე სოფლის მოსახლეობას ბუნებრივი აირით არასდროს უსარგებლია და წლების განმავლობაში თხევადი აირის შეძენა უწევდათ.

 

Share page