ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო არის კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო. საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2021 წლის 2 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 20 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან შედგება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს საკრებულოს 30 კაციანი შემადგენლობაში უმრავლესობას, 18 მანდატის "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო" წარმოადგეს აქედან, 8 – მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 10 – პორპორციული წესით. დანარჩენი 12 მანდატი კი ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: 9 მანდატი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2 მანდატი – „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“, 1 მანდატი „გახარია-საქართველოსთვის“
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ლაგოდეხი, ქიზიყის №25
0 (354) 22 -14-14
lagodekhis.mun@gmail.com
https://www.facebook.com/lagodekhi.gov.ge/
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საორგანიზაციო საკითხების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თეა ივანაშვილი.
ტელ: 595 21 87 38 e-mail: lagodekhis.mun@gmail.com