კონკურსის ჩატარების წესი

ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის მერია- საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ კანონითა და საქართველოს მთავრობის  N204 დადგენილებით.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი

ა) კონკურსში მონაწილეობის მიზნით, წარადგინოს ელექტრონული განაცხადი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;

ბ) შეიტანოს ცვლილება გაკეთებულ განაცხადში საჯარო დაწესებულების მიერ განაცხადის წარდგენისთვის
განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;

გ) დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან
შესაბამისობის შესახებ;

დ) მიმართოს ბიუროს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების
მოთხოვნით;

ე) გაასაჩივროს ღია და დახურული კონკურსის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით;


ვ) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
უფლება-მოვალეობები.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის დადგენილება №204 -საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ

ბრძანება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

Share page