საკრებულოს მორიგი სხდომა
პარასკევს, 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა.
დღის წესრიგი:
- „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: გ. მანგოშვილი, ნ. კუპრაშვილი/
2. „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ნ.ბატიაშვილი, ნ. კუპრაშვილი/
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
/მომხს: ო. შველიძე, ივ.წიქარიშვილი/
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებმიეცეს თანხმობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფ. ჭიაურში მდებარე - 158323 კვ.მ, სასოფლო - სამეურნეო /საკ. კოდი: 54.06.58.346/ დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცეს, სოფელ ჭიაურისა და წითელი გორის მოსახლეობას, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით. (სიჯარო ხელშეკრულება გაფორმდეს სოფლის წარმომადგენლებზე.
/მომხს: ო. შველიძე, ივ.წიქარიშვილი/
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ მიეცეს თანხმობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება - გარე განათების გირლიანდი - 1500 მეტრი, გირლიანდის ნათურა -2000 ცალი, ბაღის სანათი (ნათურა) - 50 ცალი, კაბელი სიპ. - 1000 მეტრი, გოფრი - 500 მეტრი, კაბელი - 500 მეტრი, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით, გადასცეს ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“.
/მომხს: ო. შველიძე, ივ.წიქარიშვილი
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 მაისის N14-ი განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: ო. შველიძე, ივ.წიქარიშვილი/
- „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 სექტემბრის №გ-93.93212465 განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
/მომხს: ო. შველიძე, ივ.წიქარიშვილი/
- გეოგრაფიული ობიექტების სახელდების დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
/მომხს: ი. ხაჩიძე/
- სხვადასხვა.