ა(ა)იპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი
ა(ა)იპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი
დირექტორის ფუნქცია-მოვალეობის შემსრულებელი: ნიკა ბაღაშვილი
მობ: 598 18 08 58
ელ-ფოსტა: new.lag2018@gmail.com
მის: ლაგოდეხი, მ.კოსტავას N1
2018 წლის 9 თებერვალს, სამი ა(ა).ი.პ-ის გაერთიანებით შეიქმნა ა.(ა).ი.პ კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი. ცენტრი მუშაობას ანხორციელებს შემდეგი მიმართულებით: კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა/მოსწავლე-ახალგაზრდობა, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და თეატრი.
ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი
მუზეუმის განყოფილების უფროსი დავით ყვავაძე
მის: ქ.ლაგოდეხი ვაშლოვნის ქუჩა N4
მობ: 577 37 79 40
ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი დაარსებულია 1975 წელს. მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ძველი ჰერეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალისაგან: ქვის, ბრინჯაოს, თიხის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, სამკაული, სამუშაო იარაღი, ნუმიზმატიკა; მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მხარის ეთნოგრაფიული და ფოტომასალა.
მუზეუმს აქვს ხუთი საგამოფენო დარბაზი, აქედან ორი დათმობილი აქვს არქეოლოგიას, ერთი ეთნოგრაფიას, ერთი ნუმიზმატიკას. მეხუთე დარბაზში პერიოდულად ეწყობა ფოტო, ინდრეწვის ოსტატებისა და პროფესიონალი და მოყვარული მხატვრების გამოფენები.
მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს ძვ. წ. IV ათასწლეულიდან გვიან ფეოდალურ ხანამდე პერიოდს. იგი წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, ბრინჯაოს იარაღებითა და სამკაულებით. აღნიშნული არტეფაქტები მოპოვებულია როგორც არქეოლოგიური გათხრებით (მსხალგორის VII-XIV სს. სამონასტრო კომპლექსი, ბაისუბანის სამეურნეო ნაგებობა და ულიანოვკის ენეოლითის ხანის ნამოსახლარი), ისე შემთხვევითი მონაპოვარითა და შემოწირულობით. არქეოლოგიის ერთი საგამოფენო დარბაზი მთლიანად დათმობილი აქვს მსხალგორის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ არტეფაქტებს.
ლაგოდეხის ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკის განყოფილების უფროსი ლია ხაჩიძე
მის: ქ.ლაგოდეხი ქიზიყის ქუჩა N25
მობ: 577 37 79 33
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება 5 ბიბლიოთეკა: ლაგოდეხის, ვარდისუბნის, კართუბნის, გიორგეთისა და ლელიანის ბიბლიოთეკები.
ლაგოდეხის დრამატული სახალხო თეატრი
მის: ქ.ლაგოდეხი წმ.ნინოს ქუჩა N2
ლაგოდეხის კულტურის ცენტრთან ფუნქციონირებს დრამატული სახალხო თეატრი თოჯინების საალხო თეატრი და საბავშვო თეატრი
1939 წლიდან 1946 წლამდის ლაგოდეხში არსებობდა საკოლმეურნო სახელმწიფო თეატრი.