საკრებულოს ბიუროს სხდომა
პარასკევს, 5 ნოემბერს, 12:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში გაიმართება საკრებულოს ბიუროს სხდომა.
დღის წესრიგი:
1.„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: გ. მანგოშვილი, ნ. კუპრაშვილი/
2.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის 3 კვარტლის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა.
/მომხს: გ. მანგოშვილი/
3.ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ბახტრიონის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და მიტროპოლიტი სერგის სახელის დარქმევის (სახელდების) თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
/მომხს:ა. ბაინდურაშვილი/
4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 სექტემბრის №გ-93.93212465 განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: ივ. წიქარიშვილი/
5. ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 მაისის № 14-ი განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: ივ. წიქარიშვილი/
6.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მიეცეს თანხმობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფ.ფონის ტერიტორიაზე მდებარე -6183 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 54.11.52.034) შპს „Fin-estate”-სთვის /საიდენთიფიკაციო კოდი-401959136/ სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, 10 (ათი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გაცემის თაობაზე.
/მომხს: ივ.წიქარიშვილი/
7. მიეცეს თანხმობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს 2011 წლის 12 სექტემბერს შპს „Fin-estate”-სთან /საიდენთიფიკაციო კოდი-401959136/ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის 10 (ათი) წლით გაგრძელების შესახებ.
/მომხს: ივ. წიქარიშვილი/
8. სხვადასხვა.