მერის 2019 წლის ანგარიში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში
მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი
საანგარიშო პერიოდი - 2019 წლის 01. 01. - დან 2020 წლის 01. 01 - მდე.
ანგარიშის ტიპი - რიგითი
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა
1. მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში
საანგარიშო პერიოდში ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობა:
- ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას დაეწერა და შესრულდა 1146 წერილი, მომზადებული იქნა ბრძანების 626 პროექტი.
- მომზადდა შრომითი ხელშეკრულების 14 პროექტი, დღეის მდგომარეობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელშეკრულებით დასაქმებულია 12 პირი.
- განხორციელდა 101 საჯარო მოხელის შეფასება.
- ოთხჯერ გამოცხადდა ღია კონკურსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური ადგილების შესავსებად, რის შედეგად მოხდა ორი მოხელის დაწინაურება, სამი ახალი საჯარო მოხელის და ერთი რეზერვში მყოფი მოხელის დანიშვნა.
- დამუშავდა და დაარქივდა 170 მოხელის პირადი საქმე.
2. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:
ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, რაზეც გამოცემული იქნა ინდივიდუალური და ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები, ასევე სამუშაო შეხვედრების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება სხვადასხვა პროექტებზე და მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე.
3. მუნიციპალიტეტის მერმა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული იქნა 2018 წლის 28 დეკემბრის #78 დადგენილებით. დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები განსაზღვრული იქნა 11061.400 ათასი ლარით. მიმდინარე პერიოდის დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენს 25152.018 ათას ლარს. რაც შეეხება საანგარიშო პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმებს შემოსულობების და ხარჯების ნაწილში - შეადგინა 21902.946 ათასი ლარი.
საანგარიშო პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების დაზუსტებული გეგმა იყო 17962.693 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 14204.506 ათასი ლარი. გეგმა შესრულდა 79 პროცენტით. მათ შორის შემოსავლების სახეების მიხედვით:
გადასახადების გეგმა იყო 8427.810 ათასი ლარი, შემოვიდა 7417.482 ათასი ლარი. გეგმა შესრულდა 88 პროცენტით. სხვა შემოსავლების გეგმა იყო 523.635 ათასი ლარი, შემოვიდა 864.291 ათასი ლარი, გეგმის შესრულებამ შეადგინა 165 პროცენტი. ამავე პერიოდში შემოვიდა გრანტები 5922.733 ათასი ლარი. გეგმით გათვალისწინებული იყო 9011.248 ათას ლარი.
მიმდინარე პერიოდის ნაშთის ცვლილებამ შეადგინა 3800.803 ათასი ლარი.
მიმდინარე პერიოდის შემოსულობების დაზუსტებულ გეგმამ ნაშთის ჩათვლით შეადგინა 21902.946 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 18877.045 ათასი ლარი და გეგმა შესრულდა 86 პროცენტით.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის გადასახდელების (ხარჯების) გეგმა იყო 21902.946 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 14353.853 ათასი ლარი, გეგმა შესრულდა 66 პროცენტით. ხარჯები გაწეულია ეკონომიით. მათ შორის:
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარჯების დაზუსტებული გეგმა იყო 565.300 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 476.901 ათასი ლარი და გეგმა შესრულდა 84 პროცენტით.
- მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯების დაზუსტებული გეგმა იყო 1726.600 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 1198.973 ათასი ლარი (69%).
- ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისათვის გეგმიური 77.000 ათასი ლარის ნაცვლად გახარჯული იქნა 60.971 ათასი ლარი და გეგმა შესრულდა 79 პროცენტით.
- ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისათვის ხარჯები გეგმით გათვალისწინებული იყო 10975.518 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 7613.232 ათასი ლარი (69%).
- საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის ხარჯები განსაზღვრული იქნა 4480.014 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 2719.345 ათასი ლარი (61%).
- კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების ხარჯების გეგმა იყო 1075.337 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 803.045 ათასი ლარი და გეგმა შესრულდა 75 პროცენტით.
- მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის გეგმით გათვალისწინებული იყო 2769.382 ათასი ლარი, ფაქტიურად გაიხარჯა 1312.651 ათასი ლარი (47%).
- მერის ბრძანებებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი და გახარჯული თანხის ოდენობამ შეადგინა 16.672 ათასი ლარი.
4. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საანგარიშო პერიოდში, გარკვეული მუშაობა გასწია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვისა და მართვის საქმეში. მოწესრიგებულია ქონების აღრიცხვა. აღნიშნული ქონების მართვა ხორციელდება ორგანული კანონის შესაბამისად, რომლის გარკვეული ნაწილის მართვას ახორციელებს თავად მერია, ხოლო მისი დიდი ნაწილი, გადაცემულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე, ხოლო ნაწილი გაცემულია სასყიდლიანი ფორმით, იჯარით.
საანგარიშო პერიოდში, მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემულია მიწის 7 ნაკვეთი: სოფ. თამარიანში - ამბულატორიის, ქ. ლაგოდეხში - ახალი სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობისათვის და სხვა. გადმოცემულია აგრეთვე, 9 ობიექტი: ქ. ლაგოდეხში მდებარე 3 სკვერი; სოფ. ნინიგორის ბიბლიოთეკა და ამბულატორია; სოფ. აფენის ამბულატორია და სხვა.
დღეის მდგომარეობით, სასყიდლიანი ფორმით, იჯარით გაცემულია მუნიციპალური ქონების 9 ობიექტი, ხოლო სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარასთან დაკავშირებით, გაფორმებულია 26 ხელშეკრულება. სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე დაწესებულია კონტროლი.
საანგარიშო პერიოდში შეგროვდა ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტებისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ.
ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდის (M4EG)“ ფარგლებში, მომზადდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა.
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისთვის (DMO) მომზადდა ინფორმაცია ლაგოდეხის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
შეიქმნა საინფორმაციო ბაზები: განთავსების ობიექტების, კვების ობიექტების, მარნების, გიდების მძღოლებისა და მუზეუმების შესახებ, რომელიც აგრეთვე წარდგენილ იქნა გუბერნიაში.
მეწარმეებთან და სასტუმროებთან კომინიკაციის და მათი პრობლემების გაზიარების მიზნით შეიქმნა Facebook ჯგუფი ლაგოდეხელი მეწარმეთათვის, სადაც მოხდება მათთვის საჭირო და არსებითი ინფორმაციის გაზიარება/მიწოდება.
5. მუნიციპალიტეტის მერმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი საქმიანობა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2019 წლის პროგრამიდან დახმარება მიიღო სულ 1694 ადამიანმა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 505401.76 ლარი.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში 2019 წელს მომსახურება გაეწიათ:
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობას - 276 600 ლარი. ჯამში დაკმაყოფილდა: 745 ოჯახი, თანხით - 216962.73 ლარი;
- მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესების, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლების, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობის ფულადი დახმარება - 40000 ლარი. ჯამში დაკმაყოფილდა 117ოჯახი თანხით 9620 ლარი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობისათვის გაიხარჯა - 16550 ლარი;
- მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 130500 ლარი. ჯამში დაკმაყოფილდა 331 ოჯახი, თანხით 80900 ლარი; 273 ახალშობილს რომელიც დაიბადა 2019 წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 30 სექტემბრის თვის ჩათვლით) გადაეცათ ,,ახალშობილის კალათი ".
- სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესთა დაცვა - 5000 ლარი. ჯამში დაკმაყოფილდა 21 ოჯახი, თანხით 3800 ლარი;
- უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯი) – 3.000 ლარი, დაკმაყოფილდა 5 ოჯახი. ჯამში გაიხარჯა: 1250 ლარი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება 176 318,76 ლარს შეადგენს.
- უფასო კვების ობიექტი 132 ბენეფიციარზე 110 000 ლარით განისაზღვრა და საანგარიშო პერიოდში დაიხარჯა 59 933,63 ლარი.
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა 106 000 ლარით განისაზღვრა და საანგარიშო პერიოდში დაიხარჯა 89 152,30 ლარი.
- უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციისათვის 70 ბენეფიციარზე გამოიყო - 48 000 ლარი და საანგარიშო პერიოდში დაიხარჯა - 27 232,83 ლარი.
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში მომზადებული იქნა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების 15 სამართლებრივი ფორმა.
რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა სულ - 32 საქმე (აქედან 19 აღიარების კომისიის), რომელთაგან ერთ საქმეზე მოსარჩელემ უკან გაიხმო სარჩელი, ხოლო ორი საქმე დასრულდა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, ხოლო 29 საქმე ჯერ კიდევ სასამართლო წარმოებაშია. ამასთან, ლაგოდეხის მაგისტრანტ სასამართლოში განიხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 3 საქმე, რომელთაგან 1 საქმეზე მოპასუხე მხარე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად, ხოლო ორი საქმე ჯერ კიდევ სასამართლო წარმოებაშია.
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებიდან (სამართალდარღვევები), სანქციების სახით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების გამო, შენობა ნაგებობების მესაკუთრეების მიერ გადახდილია ჯარიმის სახით სულ 14 150 ლარი.
სამსახურის მიერ ინტენსიურად ხორციელდება ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება, რომელიც შეეხება ძირითადად სანებართვო მოსაკრებელს, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელსა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ამოღებულია ადგილობრივი მოსაკრებელი სულ 207 942.14 ლარის ოდენობით, საიდანაც სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელია 138 625 ლარი, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი 44 139.08 ლარი, ხოლო მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი 25 178.06 ლარი.
ამასთან, დაინერგა დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული პროგრამა, რაც გულისხმობს აბონენტების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას, აბონენტებთან sms -ს შეტყობინებების გაგზავნას და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის შესაძლებლობას. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამამ მარტივი და მოქნილი გახადა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა, ვინაიდან აბონენტს აღარ უწევს დამატებითი ფინანსური და დროის რესურსის ხარჯვა. მის მიერ შეტანილი თანხა სრულად აისახება აბონენტის ანგარიშზე.
საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ექსპლუატაციაში იქნა მიღებული და ვარგისად იქნა აღიარებული 95 შენობა ნაგებობა. დღეის მდგომარეობით სამსახურის თანამშრომლების მიერ მონიტორინგი ხორციელდება 250 სამშენებლო პროექტზე. ამასთან, შესაძლო სამართალდარღვევის (იგულისხმება სანებართვო პირობების დარღვევა) თავიდან აცილების მიზნით სამსახურმა დანერგა წინასწარი წერილობითი შეტყობინებების გაგზავნის პრინციპი, რომელიც იგზავნება სისტემატიურად.
სამსახურის თანამშრომლების მიერ მომზადებული იქნა 35 დასკვნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგარი ხეების მოჭრა - გადაბელვასთან დაკავშირებით, რომელიც შესასრულებლად გადაეგზავნა ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“.
საანგარიშო პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ 45 განცხადება, რომლებზეც კანონით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით გაეცა პასუხი. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის მიერ არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით.
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ განხილულია 323 განცხადება. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ, განხილულია სულ 8 განცხადება პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის შესახებ. აქედან 7 შემთხვევაში დადგინდა დაინტერესებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი, ხოლო 1 განცხადება არ დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის არარსებობის გამო.
სამსახურის მიერ სამართლებრივი დახმარება გაეწიათ მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომლებსა და დაახლოებით 1 000 მოქალაქეს.
6. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულია 42 პროექტი (დანართი 1)
№ | პროექტის განხორციელების ადგილი | პროექტის დასახელება | ხელშეკრულების ღირებულება |
1 | ქ.ლაგოდეხი | ქ.ლაგოდეხში კოსტავას ქ.რეაბილიტაცია | 425627.19 |
2 | ქ.ლაგოდეხი | ქ.ლაგოდეხში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია | 534840.15 |
3 | ქ.ლაგოდეხი | ქ.ლაგოდეხში რუსთაველის ქ.რეაბილიტაცია | 868120.00 |
4 | განათლება | სოფ. განათლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია | 405963.13 |
5 | თამარიანი | სოფ.თამარიანში სკოლის ქ. რეაბილიტაცია | 631880.39 |
6 | ფონა | სოფ.ფონაში შიდა გზების რეაბილიტაცია | 498000.00 |
7 | ლელიანი | სოფ. ლელიანის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | 589977.00 |
8 | ლელიანი | სოფ. ლელიანის ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები | 247333 |
9 | კავშირი | სოფ. კავშირში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | 837777.00 |
10 | მაწიმი | სოფ. მაწიმში შიდა გზების რებილიტაცია | 633000.00 |
11 | მშვიდობიანი | სოფ. მშვიდობიანში მე-2 და მე-3 ქუჩის რეაბილიტაცია | 282500.00 |
12 | მშვიდობიანი | სოფ. მშვიდობიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია (დასასრულებელი სამუშაოები) | 30000 |
13 | გურგენიანი | სოფ.გურგენიანში კიროვკაზე გაბიონის მოწყობა | 192767 |
14 | შეერთება | სოფ.შეერთებაში ჭვარტლის ხევზე მარჯვენა ნაპირზე გაბიონის მოწყობა | 32524.18 |
15 | ცოდნისკარი | სოფ.ცოდნისკარში ჭვარტლის ხევზე მარცხენა ნაპირზე გაბიონის მოწყობა | 458997 |
16 | განათლება | სოფ.განათლებაში ნინოს ხევზე გაბიონის მოწყობა | 407469 |
17 | ქვ.მსხალგორი | სოფ.ქვ.მსხალგორში მდინარე ბაისუბნის ხევზე ხიდის მიმდებარეთ მარცხენა მხარეს გაბიონის მოწყობა | 126591 |
18 | თელა | სოფ. თელაში ბაისუბნის ხევზე ხიდის მიმდებარეთ მარჯვენა მხარეს ნაპირსამაგრი რკინა ბეტონის მოწყობა | 88933.82 |
19 | ბაისუბანი | სოფ.ბაისუბანში მდ.ბაისუბნის ხევზე გაბიონების მოწყობა | 116689.72 |
20 | ჭაბუკიანი | სოფ.ჭაბუკიანიდან ქვ. ნაშოვარში გადასასვლელ გზაზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა | 34251 |
21 | ბაისუბანი | სოფ. ბაისუბანში მდ. ბაისუბნის წყალზე მარცხენა სანაპიროზე, საავტომობილო გზაზე არსებული ხიდის ქვევით 200 მეტრში გაბიონის მოწყობის სამუსაოები | 49447.36 |
22 | აფენი | სოფ. აფენში წერეთლის ქუჩაზე არსებული ხიდის დასავლეთით მერაბი სისვაძის საკარმიდამო ნაკვეთის გასწვრივ მდ. აფენის მარჯვენა ნაპირზე გაბიონის მოწყობის სამუსაოები | 62626.52 |
23 | სოფ. ფონა | სოფ. კაბლიდან სოფ. ფონაში გადასასვლელ მოკლე გზასთან ფონის მხარეს მდ. კაბლის ნაპირზე გაბიონის მოწყობის სამუშაოები | 140213 |
24 | ლაგოდეხი | ქ. ლაგოდეხში სსიპ საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ტიპიური შენობის მშენებლობა | 319999 |
25 | ქ.ლაგოდეხი | ქ. ლაგოდეხში ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაციიის სამუშაოები | 129000 |
26 | განჯალა | სოფ. განჯალაში შიდა გზის რეაბილიტაციის სამუშაოები | 143840 |
27 | კაბალი (ბაისუბანი) | სოფ.კაბალი (ბაისუბნის) ამბულატორიის რეაბილიტაცია | 30377 |
28 | აფენი | სოფ. აფენის ამბულატორიის რეაბილიტაცია | 13928 |
29 | ფონა | სოფ. ფონის ამბულატორიის რეაბილიტაცია | 8688 |
30 | ჭიაური | სოფ. ჭიაურის ამბულატორიის რეაბილიტაცია | 14671 |
31 | ნინიგორი | სოფ. ნინიგორის ამბულატორიის რეაბილიტაცია | 45496 |
32 | არეშფერანი | სოფ. არეშფერანში ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოები | 89990 |
33 | მაწიმი | სოფ. მაწიმში ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოები | 93500 |
34 | თამარიანი | სოფ. თამარიანში ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოები. | 91330 |
35 | შრომა | სოფ.შრომის საჯარო სკოლის რეაბილლიტაცია | 159173.78 |
36 | ლაგოდეხი | ქ.ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია | 161886.96 |
37 | კართუბანი | სოფელ კართუბნის საჯარო სკოლის სანიტარული | 49645 |
38 | თამარიანი | სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის სანიტარული | 31945 |
39 | გიორგეთი | სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის დერეფნის | 33898 |
40 | გიორგეთი | სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის სველი წერტილების მოწყობა | 56191.79 |
41 | ბაისუბანი | სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის სპორტული | 40211 |
42 | სოფ. აფენი | სოფ. აფენის N2 საჯარო სკოლაში ხელოვნურ საფარიანი მინი სტადიონის და ფიტნეს მოედნის მოწყობა | 162782 |
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 34 ინფრასტრუქტურული პროექტი (დანართი 2)
№ | პროექტის განხორციელების ადგილი | პროექტის დასახელება | ხელშეკრულების ღირებულება |
1 | თამარიანი | სოფ. თამარიანში გარე განათების მოწყობა | 27442.63 |
2 | პატარაგორი | სოფ. პატარაგორში გარე განათების მოწყობა | 9996.9 |
3 | მშვიდობიანი | სოფ. მშვიდობიანში გარე განათების მოწყობა | 17990 |
4 | ბაისუბანი | სოფ. ბაისუბანში გარე განათების მოწყობა | 6549.11 |
5 | განჯალა | სოფ. განჯალაში გარე განათების მოწყობა | 15418.43 |
6 | ლელიანი | სოფ. ლელიანში საჯარო სკოლის და N1 საბავშვო ბაღის წინ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობა | 11499 |
7 | ქ.ლაგოდეხი | ქ. ლაგოდეხში საკრებულოს ოთახების რეაბილიტაცია | 33287 |
8 | ჩადუნიანი | სოფ. ჩადუნიანში ნაცვლიშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია | 134384 |
9 | ბაისუბანი | სოფ. ბაისუბანში სირაჩხანას უბანში შიდა გზის რეაბილიტაცია | 201675 |
10 | საქობო | სოფ.საქობოში პირველი ქუჩის რეაბილიტაცია | 124255 |
11 | ონანაური | სოფ.ონანაურში ჭაბურღილისა და წყალსადენი მაგისტრალის მოწყობა | 169000 |
12 | აფენი | სოფ.აფენში ჭაბურღილისა და წყალსადენი მაგისტრალის მოწყობა | 170000 |
13 | ქვ.მსხალგორი | სოფ. ქვ. მსხალგორში ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. | 18021 |
14 | აფენი | სოფ. აფენში სანიაღვრე არხზე ბეტონის დამცავი კედლისა და წყლის მარეგულირებელი ფარის მოწყობა. | 5799 |
15 | კართუბანი | კართუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სავარგულებამდე მისასვლელ გზაზე არსებული ხიდ-ბოგირების სარეაბილიტაციო სამუშაოები | 8970 |
16 | ლაგოდეხი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის უპოვარი მოსახლეობისათვის აბანოს სარეაბილიტაციო სამუშაოები | 41498 |
17 | ლაგოდეხი | ქ. ლაგოდეხში ზაქათლის ქუჩაზე (26 მაისის ქუჩის გადაკვეთაზე) შუქნიშნის მოწყობა | 43800 |
18 | ბაისუბანი | ბაისუბნის უღელტეხილზე გარე განათების მოწყობა | 107057 |
19 | ლაგოდეხი | ქ.ლაგოდეხში ჭავჭავაძის ქ. კორპუსებთან არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია | 84901 |
20 | თელა | სოფ. თელაში თამარ ტაბატაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მდინარე ბაისუბნის ხევზე, მდინარის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები | 53945 |
21 | მშვიდობიანი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. მშვიდობიანის საბავშვო ბაღში გაზგაყვანილობის ქსელის მოწყობა | 820 |
22 | ლაგოდეხი | ქ.ლაგოდეხის ტერიტორიაზე რანის სტადიონთან არსებულ სკვერში განსათავსებელი საბავშვო სათამაშო ატრაქციონების მოწყობა | 90000 |
23 | ლაგოდეხი | ქ. ლაგოდეხში საზოგადოებრივი საპირფარეშოს სარეაბილიტაციო სამუშაოები | 4000 |
24 | ქვ.ნაშოვარი | სოფ. ქვ. ნაშოვარის ტერიტორიაზე დახურული არხების მოწყობა რ/ბ-ის მილებით | 44279 |
25 | ბოლოკიანი | სოფ. ბოლოკიანში ბიჭიკო ტაბატაძის სახელობის ქუჩასთან მიერთებული გზის (შესახვევის) ა/ბ საფარის მოწყობა. | 61800 |
26 | ბოლოკიანი | სოფ. ბოლოკინსა და ნაინდროვალის დამაკავშირებელი, სავარგულებში გამავალი გზის მოხრეშვის სამუშაოები | 25000 |
27 | ფოდაანი | სოფ. ფოდაანში სასოფლო სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები | 31988.79 |
28 | ლაგოდეხი | ქ. ლაგოდეხში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე მილხიდის მოწყობის სამუშაოები | 8710 |
29 | ლაგოდეხი | ქ. ლაგოდეხში ახალგაზრდობის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. | 6277 |
30 | ფოდაანი | სოფ. ფოდაანში ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. | 44404 |
31 | აფენი | სოფ. აფენში სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან გადასასვლელ არხზე მილხიდის მოწყობის სამუშაოები. | 12618 |
32 | აფენი | სოფ. აფენში სტალინის ქუჩაზე წყალსადენისა და სადაწნეო კოშკის მოწყობის სამუშაოები. | 31872.15 |
33 | ლაგოდეხი | ქ.ლაგოდეხში კუდიგორის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები. | 85483 |
34 | ლელიანი | სოფ. ლელიანის საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირების სამუშაოები | 4348.27 |
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 61 ინფრასტრუქტურული პროექტი (დანართი 3)
№ | პროექტის განხორციელების ადგილი | პროექტის დასახელება | ხელშეკრულების ღირებულება |
1 | მაწიმი | საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების მოწყობა | 16000 |
2 | რაჭისუბანი | სარიტუალო დარბაზის რეაბილიტაცია | 9955.08 |
3 | შრომა | ცენტრალურ მაგისტრალზე ნაკრძლის ქუჩიდან კავკასიონის ქუჩამდე ტროტუარის მოწყობა | 22654.42 |
4 | კავშირი | სასაფლაოზე წყლის შეყვანა, სამეურნეო ინვენტარის ოთახის აშენება | 17400 |
5 | ხიზაბავრა | მინი სტადიონის მოწყობა | 12957.6 |
6 | ზემო გურგენიანი | სასაფლაოს შემოღობვა | 25992.56 |
7 | ქვემო გურგენიანი | ბარბაქაძეების უბანში მინი სტადიონის მოწყობა | 11982.97 |
8 | ნინიგორი | საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების მოწყობა | 15580 |
9 | განათლება | არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია | 16575.82 |
10 | ხიზა | სასმელი წყლის სათავის რეაბილიტაცია | 19998.32 |
11 | გელათი | სასაფლაოს შემოღობვა | 11616.11 |
12 | ცოდნისკარი | სოფ. ცოდნისკარში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის მოხრეშვა | 31999.84 |
13 | თელა | არსებული სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია | 31997.94 |
14 | დავითიანი | სოფლის შიდა გზების მოხრეშვა | 23997.4 |
15 | ჩადუნიანი | საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა და სათამაშო მოედნის აღჭურვა ატრაქციონებით | 23381.78 |
16 | შეერთება | სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და მაგისტრალის რეაბილიტაცია | 12613.85 |
17 | წიფლისწყარო | სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება | 13725.73 |
18 | ვარდისუბანი | სასაფლაოს შემოღობვა | 49995 |
19 | მშვიდობიანი | სასაფლაოს შემოღობვა | 15920 |
20 | საქობო | საბავშვო ბაღის შემოღობვა | 15830 |
21 | ჭიაური | სოფელში ახლადაშენებული დარბაზის რეაბილიტაცია | 44049.98 |
22 | თამარიანი | სასაფლაოს ეზოს შემოღობვა | 27716.8 |
23 | ჰერეთისკარი | შიდა გზების მოხრეშვა | 15997.3 |
24 | კართუბანი | ხელოვნურ საფარიანი მინი საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია | 32251.64 |
25 | ბოლოკიანი | სანიაღვრე არხის მოწყობა | 24158.35 |
26 | ნაწისქვილარი | სანიაღვრე არხის მოწყობა | 19646.88 |
27 | ნაინდროვალი | გზის მოხრეშვა | 9996.07 |
28 | ბაისუბანი | სპორტული ინვენტარის შეძენა | 15500 |
29 | პატარაგორი | სასაფლაოსთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა | 15990.01 |
30 | ქვემო მსხალგორი | სკვერისა და მინი სტადიონის მოწყობა | 31957.1 |
31 | სოფ. კაბალი | კაბლის ქუჩებზე გარე განათების მოწყობა | 25248.97 |
32 | სოფ. ყარაჯალა | კარაჯალის ქუჩებზე გარე განათების მოწყობა | 22496.85 |
33 | სოფ. განჯალა | განჯალის ქუჩებზე გარე განათების მოწყობა | 20233.37 |
34 | სოფ. უზუნთალა | უზუნთალის ქუჩებზე გარე განათების მოწყობა | 19981.74 |
35 | ზემო ფონა | შიდა გზის მოხრეშვა | 9998.91 |
36 | ქვემო ფონა | სასაფლაოს შემოღობვა | 9785.1 |
37 | ზემო ხეჩილი | გზის მოხრეშვა და გაფართოვება | 19290.28 |
38 | ქვემო ხეჩილი | გაბიონის გაკეთება | 19998.88 |
39 | დონა | შიდა გზის მოხრეშვა /მოპირკეთება | 9830.75 |
40 | გიორგეთი | სპორტული ინვენტარის შეძენა | 15520 |
41 | სოფ. ლაფნიანი | გარე განათების მოწყობა სოფელთან დამაკავშირებელ ქუჩაზე | 6904.87 |
42 | ფიჩხიბოგირი | სოფელთან დამაკავშირებელი გზის მოხრეშვა | 9898.57 |
43 | ვერხვისმინდორი | სასაფლაოს შემოღობვა | 16495 |
44 | სოფ. გუჯარეთი | გარე განათების მოწყობა; | 3047.34 |
45 | გუჯარეთი | სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია | 4400.97 |
46 | აფენი | აფენის ცენტრში შინმოუსვლელთა პარკის რეაბილიტაცია | 39999.24 |
47 | გვიმრიანი | სოფლის ბოლოში სავარგულებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა | 11986.05 |
48 | ფოდაანი | სოფ.ფოდაანში სანიაღვრე არხის მოწყობა | 31986.69 |
49 | ზემო ნაშოვარი | სკვერისთვის ინვენტარის შეძენა | 12000 |
50 | ქვემო ნაშოვარი | ქვემო ნაშოვარი სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია | 29017.48 |
51 | ჭაბუკიანი | ღია ფიტნეს მოედნის მოწყობა | 31239.7 |
52 | ბაღდათი | შიდა გზის ორმოულების შევსება ასფალტო ბეტონით | 23990.59 |
53 | ონანაური | სანიაღვრე არხის მოწყობა რკინა ბეტონით | 30840.67 |
54 | ქევხიანი | გზის მოხრეშვა | 9995.22 |
55 | არეშფერანი | შიდა გზების მოხრეშვა | 11989.33 |
56 | ხოშატიანი | ჭაბურღილის მოწყობა | 19542 |
57 | ზემო ბოლქვი | მოსაცდელების მოწყობა | 12613.7 |
58 | ქვემო ბოლქვი | შიდა გზის მოხრეშვა | 9979.89 |
59 | ლელიანი | ხელოვნურ საფარიანი მინი სტადიონის მოწყობა | 116110.88 |
60 | ქალქვა | გზის მოხრეშვა | 9969.18 |
61 | ნამესრალი | სკვერის მოწყობა | 9989.9 |
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერის მიერ ინიცირებული საკითხები
მუნიციპალიტეტის მერის მიერ საკრებულოში ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, კერძოდ: ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა და მასში განსახორციელებელი ცვლილებები, პროექტები ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, ზოგიერთი ნორმატიული აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განსახორციელებელი ცვლილების ახალი პროექტები. ახალი ნორმატიული აქტების პროექტები.
ასევე ინიცირებული იქნა პროექტები მერისთვის სხვადასხვა საკითხზე თანხმობის მიცემის თაობაზე.
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში სულ მომზადებული იქნა საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - განკარგულების 24 პროექტი და საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადგენილების 5 პროექტი. ამასთან სამსახურის მიერ დავიზებული იქნა „ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების“ მიერ მომზადებული ბრძანების (საკადრო) 626 პროექტი.
8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში მომზადებული იქნა მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების 3 726 პროექტი.
9. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 228 ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 13,5 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან
- 104 ხელშეკრულება დაიდო ტენდერის საშუალებით, რამაც შეადგინა 11 315 373 ლარი,
- მ.შ -21-კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, რამაც შეადგინა 504 063 ლარი;
- 124 ხელშეკრულება გამარტივებული სახით, რამაც შეადგინა 2 184 015 ლარი;
- მ.შ-14-გადაუდებელი აუცილებლობით, რამაც შეადგინა 852 535 ლარი.
ტენდერების განხორციელების შედეგად დაზოგილ თანხამ შეადგინა დაახლოებით -1 139 000 ლარი.
დაფინანსების წყაროს მიხედვით გაფორმდა:
- 119 ხელშეკრულება ადგილობრივი ბიუჯეტით - 2 616 936 ლარზე;
- 10 ხელშეკრულება რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული - 5 733 719 ლარზე;
- 40 ხელშეკრულება თანადაფინანსებით;
- 59 ხელშეკრულება სახ. ბიუჯეტით;
- სოფლის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 63 ხელშეკრულება;
- სტიქიის ლიკვიდაციის მიზნით 6 ხელშეკრულება - 1 361 227 ლარზე;
- სტიქიის პრევენციის მიზნით 3 ხელშეკრულება - 266 515 ლარზე და მომზადების პროცესშია კიდევ ერთი პროექტი;
- სკოლების რეაბილიტაციის მიზნით 8 ხელშეკრულება - 695 736 ლარზე;
- სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა/რეაბილიტაცია 9 ხელშეკრულება - 707 959 ლარზე.
10. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა.
მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობებისა და მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში 97 შეხვედრა გამართა. შეხვედრებს დაესწრო 2000-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტის მერმა 2019 წელს 203 მოქალაქე მიიღო.
11. მოქალაქეთა პრობლემებზე მერის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის დადებითად
გადაწყვეტილი საკითხები)
2019 წლიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის, საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების განყოფილებამ საანგარიშო პერიოდში 9 045 მიმართვა/წერილი/განცხადება დაარეგისტრირა.
- ადმინისტრაციულ სამსახურს დაეწერა 2 593 წერილი, რომელიც გადამისამართებული იქნა შესაბაბამის სამსახურში.
- სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურს საანგარიშო პერიოდში სულ დაეწერა 5 456 მიმართვა/განცხადება, აქედან 90% შესრულდა, ხოლო დანარჩენი მიმდინარე წარმოებაშია.
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს სულ დაეწერა 2 405 განცხადება, აქედან დაკმაყოფილდა 1 694, განხილვის პროცესშია 208, ხოლო არასრული დოკუმენტაციის გამო 45 მოქალაქეს განცხადებაზე უარი ეთქვა.
- საფინანსო სამსახურს შესასრულებლად დაეწერა 1 586 წერილი, აქედან შესრულებულია 1538 ხოლო განხილვის პროცესშია 48 წერილი.
- ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურს დაეწერა 2 638 წერილი, აქედან შესრულებულია 2 529, განხილვის პროცესშია 109 წერილი.
- ეკონომიკის სამსახურს შესასრულებლად დაეწერა 437 განცხადება, შესრულებულია 420 ხოლო, განხილვის პროცესშია 17 განცხადება. გასული მიმართვების/წერილების რაოდენობა შეადგენს 435.
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს დაეწერა 116 წერილი, განხილული და შესრულებულია 116. სამსახურიდან გასულია 86 წერილი.
- აუდიტის სამსახურს შესასრულებლად დაეწერა 3 წერილი, აქედან შესრულებულია სამივე წერილი.
საანგარიშო პერიოდში შეიქმნა მუნიციპალიტეტის მერიის საექსპერტო კომისია და საქართველოს ეროვნული არქივის მოწვეული ექპერტების მიერ უტილიზაცია ჩაუტარდა საქმისწარმოების დასრულებულ იმ საარქივო მასალას, რომელსაც გაუვიდა შენახვის ვადა, არ გააჩნია ისტორიულ-პრაქტიკული ღირებულება და დაექვემდებარა განადგურებას. შესაბამისად, დააქრივდა, შეიკერა და დაინომრა დოკუმენტები 2006-2012 წლის მდგომარეობით.
2019 წლის განმავლობაში, საფოსტო საკურიერო მომსახურებაზე გამოყოფილ იქნა 3 422,92 ლარი, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში.
განყოფილებამ საანგარიშო პერიოდში მერიის დებულებით დადგენილი წესით მიმდინარე წელს მოახდინა არაერთი კონსულტაციისა და სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა პროექტების გაცნობის, ჩართულობისა და მათთან მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით. ორგანიზებული და გაშუქებული იქნა 67-ე სოფელში „სოფლის საერთო კრება“.
განყოფილების მიერ გამჭვირვალობისა და მედიასთან აქტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ მედია საშუალებებთან.
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების და პროგრამების შესახებ საზოგადოებრივი ინფორმირებულობის ზრდის მიზნით მომზადდა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ასევე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, სასმელი წყალის, გაზიფიცირების, შიდა და სამეურნეო გზის, ელექტრო გაყვანილობის, დასუფთავების სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციას და სხვა პრობლემურ თუ აქტუალურ თემებზე.
განყოფილებამ ორგანიზება გაუწია „რთველი 2019“-ს კამპანიას. წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რთველი წარმატებულად დასრულდა.
12. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა
2018 წლის მაისიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ფუნქციონირებს ქალთა ოთახი - საინფორმაციო საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და კაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ქალთა ოთახის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს.
საანგარიშო პერიოდში ქალთა ოთახის მომსახურებით ისარგებლა სულ 616 ადამიანმა, აქედან ქალი -445, ხოლო კაცი -171.
ჩატარდა 27 ტრენინგი/შეხვედრა შემდეგ თემებზე:
- ბავშვთა ქორწინება;
- ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
- გენდერული თანასწორობა;
- ქალთა უფლებები, გენდერული ბიუჯეტირება;
- პოზიტიური მშობლობა და სხვა.
ქალთა ოთახში ინგლისური ენის კურსები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისთვის.
ქალთა ოთახის ინიციატივით დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალშვილიანი დედებისთვის მოეწყო კულტურული ღონისძიება.
საანგარიშო პერიოდშიგანხორციელდა ქალთა ოთახის და წითელი ჯვრის ერთობლივი პროექტი ბუნებრივი აირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები დარიგდა ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მოხალისეებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა აქცია - „აჩუქე ერთი სათამაშო ბავშვებს“. შემოწირული სათამაშოები ბავშვთა დაცვის დღეს გადაეცა 15 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
საანგარიშო პერიოდში ქალთა ოთახის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 34 ქალმა ისარგებლა სხვადასხვა სკრინიგ-გამოკვლევით ქ. გურჯაანში კლინიკა „იონი“-ში.
ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრი მუშაობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებით: კულტურა, სპორტი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და მოსწავლე ახალგაზრდობა.
საანგარიშო პერიოდში საბიბლიოთეკო განყოფილებამ დაარეგისტრირა 889 მკითხველი და მათზე გაიცა 5,348 წიგნი, ჟურნალ -გაზეთი და ზეპირი ცნობა.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცისაა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ 13, 14, 15 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ბიბლიოთეკის ვაუჩერიზაცია და წიგნის გაყიდვა. ლაგოდეხის მთავარ ბიბლიოთეკას გადაეცა 450 ლარის ვაუჩერი რითაც შეძენილი იქნა 76 ახალი წიგნი.
საანგარიშო პერიოდში საბიბლიოთეკო განყოფილების ორგანიზებით:
- ლაგოდეხის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში აღინიშნა ,,წიგნის ხმამაღალი კითხვის’’ საერთაშორისო დღე;
- სოფ. კართუბანისა და ვარდისუბანის სასოფლო ბიბლიოთეკებში ,,ბიბლიოთეკის კვირეულის’’ ფარგლებში გაიმართა ღონისძიებები წიგნის და ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე;
- სოფ. გიორგეთის სასოფლო ბიბლიოთეკაში აღინიშნა ,,შოთა ნიშნიანიძის 90 წლის იუბილე'';
- სოფ. ლელიანის სასოფლო ბიბლიოთეკაში დაიხურა ,,ბიბლიოთეკის კვირეული’’ თემით: ,,წიგნი და საზოგადოება’’. ღონისძიების მიზანი იყო წიგნის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების წიგნთან დაახლოვება.
- ქ. ლაგოდეხში გაიმართა გრიგოლ ორბელიანის 215-ე წლის იუბილესთან დაკავშირებული ლიტერატურული საღამო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განახლებულ მუზეუმში არსებობს 5 საგამოფენო დარბაზი, 4 მუდმივი გამოფენით და ერთი პერიოდული საგამოფენო დარბაზით. მუზეუმს გააჩნია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი 5 830 ნივთი.
საანგარიშო პერიოდში მუზეუმმა 2 500 ვიზიტორს უმასპინძლა.
მიმდინარე წელს ლაგოდეხის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო:
- საგამოფენო კვირეული, რომლის ფარგლებში გამოფენილი იყო ქართული ხალხური საკრავები და ქართული ეროვნული სამოსი;
- ლაგოდეხელი მედიცინის მუშაკების ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ია ლაცაბიძის, ნინა მჭედლიძის და ქეთევან კურტანიძის ნამუშევრები;
- ლაგოდეხის კულტურის დამსახურებული მსახიობების გამოფენა;
- ქართული სამოსი გამოფენა, ვეფხისტყაოსნის სხვადასხვა წლების გამოცემების გამოფენა;
- ,,ღამე მუზეუმში’’ და ,,ეროვნული სამოსის დღე’’.
მიმდინარე წელს ეროვნული საგენტოს ზედამხედველობით მუზეუმის მიერ გამოკვლეული იქნა ქოჩალოს ეკლესია. დადგინდა, რომ ტაძარი VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. აღმოჩენილი წარწერის მიხედვით, მე-10 საუკუნის ბოლოსათვის მიმდებარე ტერიტორიაზე მონასტერი უნდა ყოფილიყო. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა უმნიშვნელოვანესი ნივთები და თავის ქალები, რომელიც ბინას ლაგოდეხის მუზეუმში დაიდებს.
ლაგოდეხის კულტურის ცენტრთან ფუნქციონირებს დრამატული სახალხო თეატრი, თოჯინების სახალხო თეატრი და საბავშვო თეატრი.
თოჯინების სახალხო თეატრისათვის დამზადდა ახალი თეჯირი, შეძენილია ექვსი ახალი თოჯინა.
საანგარიშო პერიოდში თოჯინების სახალხო თეატრი გასვლითი სპექტაკლით - ,,ბროწეულა’’, ,,ლურჯი ბაჭია’’ , ,,სამი მეგობარი“ იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა საბავშო ბაღში.
დღეის მდგომარეობით საბავშვო თეატრში ჩართულია 70 ბავშვი, საანგარიშო პერიოდში თეატრმა ჩაატარა სპექტაკლი ,,ხარბი,, და ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა’’. ამჯერად მუშაობს საექსპერიმენტო სპექტაკლზე ,,პოლიციის განყოფილება“.
სახალხო დრამატულმა თეატრმა კულტურის მცირე დარბაზში რ. ერისთავის სპექტაკლი - „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“ დადგა.
საანგარიშო პერიოდში ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა/აღინიშნა შემდეგი ღონისძიებები:
- დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მოწვეული იყვნენ მრავალშვილიანი დედები;
- მომღერალ ნატო გელაშვილის კონცერტი, ღონისძიებას წინ უძღვოდა გამოფენა ,,ლაგოდეხელი მხატვრის მიერ დანახული ქალი“;
- „დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე’’ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის მოეწყო ღონისძიება;
- სოფ. კაბალში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან მოეწყო სახალხო დღესასწაული - ,,ნოვრუზ -ბაირამი’’.
- სოფ. ბაისუბანის ტერიტორიაზე ,,ტყის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით გაიმართა გამწვანების აქცია, სადაც დაირგო ცაცხვის ხეები;
- სოფ. კართუბანში გმირულად დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ გაიმართა ღონისძიება;
- ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის ბაზაზე გაიმართა დედაენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებმა, რომლებმაც წარმოადგინეს ქართულ ენაზე შესრულებული ლექსები, სიმღერები და ცეკვები;
- დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა აქცია ,,დედამიწაზე ერთი ხით მეტი“. დაირგო მარადმწვანე ნაძვები;
- სოფ. გიორგეთში პირველად ,,პასკის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის, ბაღების და სკოლების კუთხეები, ღვინის მარნები და ქართული სამზარეულო, მოეწყო კონკურსი საუკეთესო პასკის დიზაინი და გემო;
- მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ მაწიმში სოფლის დღესასწაული ძელიცხოვლობა აღინიშნა.
- სოფელ გიორგეთში, ლეგენდარული მფრინავის, ჯიმშერ მაისურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე აღინიშნა.
- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მოეწყო სხვადასხვა საბავშვო-გასართობი ღონისძიებები, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ ადგილობრივი საბავშვო ბაღების მონაწილეობით;
- მუნიციპალიტეტში მოქმედი ფოლკლორული ანსაბლ ,,გრაალის’’ სოლო კონცერტი;
- ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ,,მეგობრობის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალის მიზანი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების გაცნობა/დაახლოება ერთმანეთთან;
- სოფ. თამარიანში გაიმართა ,,გიაობა'' გია დუღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება;
- ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიმართა სახალხო ტრადიციული დღესასწაული ,,ჰერეთობა -2019’’-ი. ,,ჰერეთობა’’ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ქ.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის, რომელიც ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება. ტრადიციულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადმინისტრაციული ერთეულები თავიანთი კუთხეებით და ტრადიციებით (ჩურჩხელის ამოვლება, ყურძნის დაწურვა, მწვადის შეწვა), ღონისძიების დასასრულს მოეწყობა გალა კონცერტი, სადაც ადგილობრივ ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ანსაბლებთან ერთად, მოწვეულმა მომღერლებმა რუსა მორჩილაძემ და ოთო ნემსაძემ მიიღეს მონაწილეობა;
- სახალხო ღონისძიება ,,აფენობა - 2019“;
- სახალხო ტრადიციული დღესასწაული ,,კოსტაობა - 2019“.
ქ.ლაგოდეხის ცენტრში აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წელი. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საინფორმაციო და სამედიცინო აქციები. დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ლაგოდეხის საბავშვო თეატრის მსახიობებმაც სპექტაკლით ,,ბოროტსა სძლია კეთილმა“. საღამო დასრულდა გალა კონცერტით, სადაც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულმა ანსაბლემბა.
მიმდინარე წელს გაიხსნა ,,ზაფხული რანზე“, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს გამართულიყო საბავშვო პროგრამები, როგორიცაა თოჯინების სპექტაკლი, ანიმატორების შოუ და ანიმაციური ფილმის ყურება. ,,ზაფხული რანზე’’ პირველი ღონისძიება გაიხსნა ანიმატორების გასართობი პროგრამით, სადაც ჩართული იყო 100-მდე ბავშვი და მშობელი, რამაც განაპირობა სამომავლოდ გაგრძელებულიყო საბავშვო აქტივობები.
ქ. ლაგოდეხის სპორტ-დარბაზში განხორციელდა სველი წერტილების და ელექტრო გაყვანილობის შეკეთება/შეცვლა ახალი დიოდური ნათების ელექტრო ნათურებით. ამოქმედდა და ფუნქციონირება დაიწყო ფიტნეს კლუბმა. ცენტრში არსებულ სპორტულ ჯგუფების კალათბურთის, ფრენბურთის ფეხბურთის სპორტსმენებს საჩუქრად გადაეცათ სავარჯიშო მაისურები. განხორციელდა ფეხბურთის ყველა მწვრთნელის ეკიპირება საჭირო ინვენტარით.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული შემდეგი პროექტები: ,,ერთად ჯანსაღი ცხოვრებისაკენ“, ,,ლაგოდეხი ცის ქვეშ“, ,,საზაფხულო სკოლა“.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული კვირეულის ფარგლებში მოეწყო:
- ცენტრის მოხალისეთა კლუბის ლაშქრობა ქოჩალოს მონასტერზე;
- ტყე-პარკის ტერიტორიაზე ჩატარდა ავტო-მოტო -,,ფიგურული სლალომი-2019“, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ავტო სპორტის 30 მოყვარული ექსტრემალი. ექსტრემალთათვის მასტერკლასის ჩასატარებლად ავტო რბოლაში ლაგოდეხს ეწვია ევროპის ოთხგზის ჩემპიონი დათა ქაჯაია.
- სპორტული კვირეული დახურა კახეთის ჩემპიონატმა სტრიტბოლში ,,ჰერეთის თასი-2019“. ,,ჰერეთის თასი 2019 ”-ის 2-3 ადგილები გაინაწილეს ლაგოდეხის გუნდებმა.
საანგარიშო პერიოდში ლაგოდეხის სპორტდარბაზში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის და კახეთის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ძიუდოს სპორტსმენები, სადაც დიდი აქტივობით გამოირჩეოდნენ ადგილობრივი სპორცმენები.
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობები: მინი ფეხბურთის, ფრენბურთის და მხიარული სტარტების.
ქ. თბილისში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი “ნონა გაფრინდაშვილის თასი -2019". C კატეგორიაში 12 წლამდე ასაკში გოგონებს შორის I საპრიზო ადგილი დაიკავა ანა ლიმარმა, ხოლო III საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა მარია ლიმარი.
გოგონები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოთი (320 და 180 ლარიანი ვაუჩერი).
საანგარიშო პერიოდში დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ვაჟა ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კრივში, სადაც I ადგილი - 44 კგ წონითი კატეგორიაში - დავით ბაქრაძემ, I ადგილი - 48 კგ წონითი კატეგორიაში - თათია ხახიშვილმა, II ადგილი - 56 კგ წონითი კატეგორიაში - გიორგი მამუკელაშვილმა დაიკავა.
საანგარიშო პერიოდში სახელოვნებო სკოლების გაერთიანების პედაგოგებისა და მოსწავლეებისა მიერ ჩატარდა სხვადასხვა გეგმიური საახალწლო, ქალთა საერთშორისო და ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აკადემიური კონცერტები. სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეები საანგარიშო პერიოდში წარმატებულად გამოდიოდნენ როგორც გეგმიურ ღონისძიებებზე, ასევე რეგიონში გამართულ სხვადასხვა კონკურში და ფესტივალზე.
2019 წლის 30 მარტს ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლის საფორტეპიანო კლასის სამმა მოსწავლემ, მონაწილეობა მიიღო ქ. თელავში კლასიკური მუსიკის მე-11 რესპუბლიკურ ფესტივალზე - „მომავლის ვარსკვლავები“, რომლებსაც ლაურეატის წოდება მიენიჭათ. მათ შორის ლიკა გელაშვილმა მონაწილეობა მიიღო დედაქალაქში გამართულ ფესტივალის დასკვნით ნაწილში.
სახელოვნებო სკოლის საფორტეპიანო კლასის მოსწავლეები და ლელიანის სახელოვნებო სკოლის გაერთიანებული გუნდი წარმატებულად წარდგა ქ. თელავში გამართულ შალვა დავითაშვილის სახელობის კონკურსზე, სადაც საპატიო დიპლომები გადაეცათ.
წელს მრავალეთნიკურ ხელოვნების ფესტივალზე - „ერთი ცის ქვეშ, კულტურულ დიალოგზე“, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე ლაგოდეხელ ახალგაზრდებთან ერთად, ქ. რუსთავის, თელავის, ნინო წმინდის და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალი საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში 2019 წლის სექტემბრამდე შედიოდა 30 სააღმზრდელო დაწესებულება აღნიშნულ საბავშვო ბაღებში ფუნქციონირებდა 72 სააღმზრდელო ჯგუფი, აღსაზრდელთა რაოდენობა 2019 წლის იანვრის მონაცემებით შეადგენდა 1625-ს ბავშვს.
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა სოფელ მშვიდობიანის საბავშვო-ბაღი, ერთი სააღმზრდელო ჯგუფით.
საანგარიშო პერიოდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ლელიანისა და სოფელ კავშირის საბავშვო-ბაღებს.
30 საბავშვო ბაღში, სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სველი წერტილები. ამასთან ყველა საბავშვო ბაღის სამზარეულო აღიჭურვა ახალი ინვენტარით.
5 საბავშვო ბაღში სრულად განახლდა საბავშვო ლოგინი და თეთრეული.
მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღები, სისტემატურად მარაგდება სადეზინფექციო საშუალებით, მუდმივად მიმდინარეობს დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოები. შესაბამისად, საბავშო დაწესებულებაში სრულად არის დაცული სანიტარული ნორმები.
2019 წლის იანვრიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, შემუშავებული იქნა ახალი მენიუ, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კვების რაციონის და კვებითი ღირებულებების ნორმების“-ის შესახებ მოთხოვნებს.
2019 წლიდან ხუთ საბავშვო ბაღში მოხდა შ.შ.მ. სტატუსის მქონე ბავშვების ჩარიცხვა და შესაბამისად პერსონალის გადამზადება.
მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების აღმზრდელები და მასწავლებლები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სისტემატურად გადიან ტრენინგს შემდეგ თემაზე ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელწიფო სტანდარტების შესახებ“, „პოზიტიური მშობლობა“, ,,აღმზრდელ პედაგოგის პროფესიული სტანდარტები“, ,,ბავშვის უფლებების კონვენცია’’ და სხვა.
2019 წლის აპრილის თვეში ჩატარდა ღია მეცადინეობები სასკოლო მზაობის თემებზე. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სტანდარტის და აღზრდის თაობაზე.
მიმდინარე წელს ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სასკოლო სააღმზრდელო პროგრამის მიხედვით თემების პრეზენტაცია.
2019 წლის მაისი ივნისის თვეებში ყველა საბავშო დაწესებულებაში ჩატარდა საგაზაფხულო და გამოსაშვები გეგმიური ღონისძიებები, ასევე, გაიმართა ბაღებს შორის სპორტული აქტივობა ,,მხიარული სტარტი“ .
მუნიციპალიტეტის ბაღები ასევე აქტიურად იღებენ მონაწილეობას მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სხვადასხვა ფართომასშტაბიან კულტურულ თუ სახალხო ღონისძიებაზე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური განახორციელა ვაქცინებით მომარაგებას, მათი შენახვა და გაცემა მუნიციპალიტეტში არსებულ 14 საექიმო ამბულატორიასა და ,,არქიმედეს’’ კლინიკაზე.
მუნიციპალიტეტი ვაქცინებით მარაგდებოდა დროულად, შეფერხების გარეშე. ცივი ჯაჭვის სისტემა მუშაობდა გამართულად.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოკვლეულია ,, B ‘’ , ,,C ‘’ ჰეპატიტზე, შიდსზე და სიფილისზე 193 ორსული, გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი იქნა ჰეპატიტ ,, B ‘’ –18 შემთხვევა .
- აგვისტოს და სექტემბრის თვეში დასკრინულია “C” ჰეპატიტზე, შიდსზე და ტუბერკულოზზე 5 948 ბენეფიციარი 18-დან 65 წლამდე. “C” ჰეპატიტი დადებითი იყო 51 ბენეფიციარში, შიდსი - 9. აღნიშნული სკრინინგი ხორციელდება მუნიციპალური პროგრამით, რომლის მიზანია “C” ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და საზოგადოებაში მისი გამოვლენის პრევენცია.
- რეგისტრირებულია წითელას 22 შემთხვევა. ყველა პაციენტი მკურნალობდა ქ. თბილისში ინფექციურ პათოლოგიის ცენტრში.
- არაგეგმიური ვაქცინაცია წწყ ვაქცინით ჩაუტარდა 1 377 პირს, მათ შორის წითელასთან კონრაქტში მყოფ 105 პირს.
- რეგისტრირებულია ტუბერკულიოზის 10 შემთხვევა. თითოეულ შემთხვევაზე ჩატარებულია ეპიდ.კვლევა, გამოკვლეული იქნა 40 კონტაქტი.
- რეგისტრირებულია ბრუცელოზის 7 შემთხვევა. დაავადების მიზეზი არის თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი და რძის პროდუქტები.
- რეგისტრირებულია ჩუტყვავილას 70 შემთხვევა. ჩუტყვავილას გავრცელებასთან დაკავშირებით, ლაგოდეხის N 2 საბავშვო ბაღის უფროს, 5-6 წლიანთა ჯგუფში გამოცხადდა კარანტინი .
- 9 თვეში რეგისტრირებულია სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეის 3 შემთხვევა, გრიპის – 25 და მწვავე რესპ. დაავადების 1 751 შემთხვევა.
- დაკბენილია 760 პაციენტი. ვაქცინაცია ჩაუტარდა 760, მათ შორის სრული კურსი –115, არასრული –645.
- გაიხარჯა 2 077 დოზა ანტირაბიული ვაქცინა და 215 დოზა ანტირაბიული იმუნოგლობულინი.
- მალარიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამით მალარიაზე გამოკვლეული იქნა 103 სისხლის სქელი წვეთი და ნაცხი.
- მ/წლის 6 თვეში ჰელმინთებზე ლაბორატორიულად გამოკვლეული იქნა 720 ბავშვი, აქედან ინვაზირებულია 55.
- შემოწმებულ იქნა ექიმ-პროფილაქტიკოსის მიერ 30 სკოლამდელი აღზრდის, 28 სასკოლო დაწესებულება და 20 სილამაზის სალონი.
ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვის ცენტრი"-მა საანგარიშო პერიოდში შეასრულა შემდეგი სამუშაოები:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელა საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენების გატანა შემუშავებული გრაფიკის მიხედვით; ყოველდღიურად ხორციელდება ქალაქის ქუჩებისა და სკვერების დასუფთავება;
- სისტემატურად ხორციელდება ქ. ლაგოდეხში სასაფლაოების მოვლა-პატრონობა: ითიბება, იწამლება ბალახი, ინტენსიურად მიმდინარეობს სასაფლაოების გაწმენდა/ გასუფთავება, როგორც ეკალ-ბარდისა და ბალახისგან, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან;
- მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ყოველდღიურად მიმდინარეობს მაგისტრალების გზების, გვერდულების გასუფთავება, გაზონების მორწყვა პატრონობა, ქალაქის ქუჩებში ითიბება ბალახი. გამწვანების სპეციალისტების მიერ შეთეთრდა ხეები.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძველი გარე განათების სისტემა შეიცვალა ახალი, ლედ ტიპის (900 ც.) სანათებით. ეტაპობრივად მიმდინარეობს დაზიანებული და გადამწვარი სანათების შეკეთება/შეცვლა;
- მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე დაიდგა 50 ახალი ნაგვის ურნა;
- გაიჭრა სანიაღვრე არხი, არსებული არხები გაიწმინდა ეკალ-ბარდისა და ნაშალისაგან; (82 სამუშაო) მოიხრეშა 10 ობიექტი;
- ეტაპობრივად მიმდინარეობს დაზიანებული ხეების ჭრა ვარჯის ფორმირება (35 სამუშაო);
- მუნიციპალიტეტში არსებულ ხევებში განხორციელდა 18 ნაპირსამაგრი და გაწმენდითი სამუშაო;
- ა(ა)იპ "ლაგოდეხის სერვის ცენტრი" სტიქიის პერიოდში სისტემატიურად ჩართულია დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში.
ა(ა)იპ "ლაგოდეხის სერვის ცენტრი" სტიქიის პერიოდში სისტემატიურად ჩართულია დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში.
ხელმოწერა -------------------------