მერის წლიური ანგარიში 2018 წელი

            ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი

საანგარიშო პერიოდი - 2018  წლის 01. 01. - დან  2019  წლის 01. 01 - მდე.

ანგარიშის ტიპი (რიგითი რიგგარეშე) - რიგითი

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა

1.    მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ჩართვა,  eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანური რესურსების ერთიან მონაცემთა ბაზას და მისი მიზანია ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა, შემუშავებული პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად. ეს არის სისტემა, რომელიც სახელმწიფო სექტორის უწყებებისა და ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს, პერსონალის მართვის ფუნქციის განვითარების ახალ საფეხურზე გადაყვანას.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საჯარო მოხელეთა შეფასების დანერგვა, რომლის მიზანია მოხელის კარიერული წინსვლა, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება, წახალისება, ასევე საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარება. პირველ ეტაპზე, შუალედური შეფასებით მოხდა 95 საჯარო მოხელის შეფასება.

საანგარიშო პერიოდში  გამოცხადდა ღია კონკურსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური ადგილების შესავსებად, რის შედეგადაც მოხდა ხუთი ახალი საჯარო მოხელის დანიშვნა და ერთი საჯარო მოხელის დაწინაურება.

საანგარიშო პერიოდში მომზადებულ იქნა შრომითი ხელშეკრულების 15 პროექტი. დღეის მდგომარეობით მერიაში ხელშეკრულებით დასაქმებულია 13 პირი.

 საანგარიშო პერიოდში  ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას დაეწერა  და შეასრულა  1048 წერილი, მომზადებულ იქნა ბრძანების 608 პროექტი.

2.    მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:   

ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, რაზეც გამოცემული იქნა ინდივიდუალური და ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები, ასევე სამუშაო შეხვედრების დროს  მიღწეულ იქნა შეთანხმება სხვადასხვა პროექტებზე და მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე.

3.    მუნიციპალიტეტის მერმა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული იქნა 2017 წლის 28  დეკემბრის #57 დადგენილებით. დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები განსაზღვრული იქნა 8884.400 ათასი ლარით. რაც შეეხება 2018 წლის 3 კვარტლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმებს შემოსულობებისა და ხარჯების ნაწილში - შეადგინა 9497,359 ათასი ლარი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2018 წლის 3 კვარტლის შემოსავლების დაზუსტებული გეგმა იყო 8645,979 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 6965,405 ათასი ლარი და გეგმა შესრულდა 80 პროცენტით. მათ შორის შემოსავლების სახეების მიხედვით:

გადასახადების გეგმა იყო 1237,0 ათასი ლარი, შემოვიდა 1234,0 ათასი ლარი და გეგმა შესრულდა 99 პროცენტით. სხვა შემოსავლების გეგმა იყო 521,8 ათასი ლარი, შემოვიდა 661,6 ათასი ლარი, გეგმის შესრულებამ შეადგინა 126 პროცენტი. ამავე პერიოდში შემოვიდა გრანტები 5069,7 ათასი ლარი. გეგმით გათვალისწინებული იყო 6887,1 ათასი ლარი.

2018 წლის ნაშთის ცვლილებამ შეადგინა 851,3 ათასი ლარი.

2018 წლის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ ნაშთის ჩათვლით შეადგინა 9497,3 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 8762,5 ათასი ლარი და გეგმა შესრულდა 92 პროცენტით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის გადასახდელების (ხარჯების) გეგმა იყო 9497,3 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 5906,7 ათასი ლარი,  გეგმა შესრულდა 62 პროცენტით. ხარჯები გაწეულია ეკონომიით. მათ შორის:

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ხარჯების დაზუსტებული გეგმა იყო 481,2 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 409,2 ათასი ლარი და გეგმა შესრულდა 85 პროცენტით.
  2. მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ხარჯების დაზუსტებული გეგმა იყო 1424,0 ათასი ლარი,  შესრულებამ შეადგინა 1131,9 ათასი ლარი (79%).
  3. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისათვის გეგმიური 85,2 ათასი ლარის ნაცვლად გახარჯული იქნა 66,8  ათასი ლარი და გეგმა შესრულდა 78 პროცენტით.
  4. ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისათვის ხარჯები გეგმით გათვალისწინებული იყო 4289,8 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 1664,7 ათასი ლარი (39%).
  5. საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის ხარჯები განსაზღვრული იქნა 1767,0 ათასი ლარი, შესრულებამ  შეადგინა 1536,0 ათასი ლარი (87%).
  6. კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის და სპორტის ხელშეწყობის სამსახურის ხარჯების გეგმა იყო 889,9 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 687,0 ათასი ლარი და გეგმა შესრულდა 77 პროცენტით.
  7. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის გეგმით გათვალისწინებული იყო 497,0 ათასი ლარი, ფაქტიურად გაიხარჯა 410,7 ათასი ლარი (82%).
  8. მერის ბრძანებებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი და გახარჯული თანხის ოდენობამ შეადგინა 5.0 ათასი ლარი.

4. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საანგარიშო პერიოდში გარკვეული მუშაობა გასწია  მუნიციპალიტეტის ქონების მართვის საქმეში. მოწესრიგებულია მუნიციპალური საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა. ყველა ქონებაზე არსებობს მათი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადმოცემის ბრძანება.  რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებად და შექმნილია ამ ქონებათა საქმეები. ამ ქონებათა გარკვეულ ნაწლს განაგებს თავად მერია, ხოლო დიდი ნაწილი ფლობის და სარგებლობის უფლებით გადაცემულია ა(ა)იპ-ებზე და შ.პ.ს-ებზე.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს მიერ განხორციელდა 3 ობიექტის მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემა: ლაგოდეხში მდებარე N3   ბაგა-ბაღი, ქ. ლაგოდეხში მდებარე 700 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მშენებლობისთვის და სოფ. აფენის ქორეოგრაფიული სტუდიის შენობა. მოთხოვნილია 5 ობიექტის მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემა: მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტში ჩართვის მიზნით ე. წ. კაბალის ქარვასლა, გვიანი შუა საუკუნის ისტორიული ნაგებობა, სოფ ნინიგორის ყოფილი ბიბლიოთეკა, სოფ ვარდისუბნის ცენტრში სკვერის მოსაწყობად მიწის ნაკვეთი, სოფ. აფენში მდებარე სკვერი - მემორიალი, მისი მოვლა პატრონობის გაუმჯობესების მიზნით და სხვა. ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდის მიზნით შესაბამის ყურადღებას ვუთმობთ მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და მისი სარგებლობის სასყიდლიანი ფორმით გაცემას. ამჟამად  საპრივატიზებოდ მომზადებულია მუნიციპალიტეტის 7 მსუბუქი ავტომანქანა, 2 ექსკავატორი ბულდოზერი, 70 ცალი სხვადასხვა ჯიშის სამასალე მორები. სოფელ ფიჩხიბოგირში მდებარე ყოფილი კლუბი და ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ყოფილი სამხედრო ობიექტი (ჰაუპტვახტი). ეს ქონება დამტკიცებულია საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, დღევანდელი მგომარეობით შეფასებულია დამოუკიდებელი ექტპერტის, აუდიტის მიერ და უახლოეს მომავალში მოხდება მისი პრივატიზება. მუნიციპალური ქონება გაცემულია იჯარის ფორმით, როგორც ობიექტები ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ძირითადად საძოვრების სახით. იჯარაში გაცემულია 7 ობიექტი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გაფორმებულია 24 საიჯარო ხელშეკრულება. სულ იჯარაში გაცემული 1358 ჰა მიწა. დაწესებულია კონტროლი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე.

ვფიქრობთ შემდეგი აბზაცი ამოსაღებია

(საიჯარო ქირის გადახდის საქმეში ნაკლოვანებები არ გაგვაჩნია, გარდა ერთი ფაქტისა. შპს „ფინ-ესტატე“, რომელსაც იჯარით აქვს აღებული სოფელ ფონის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი და მოწყობილი აქვს ასფალტო-ბეტონის ქარხანა, დავალიანება აქვს 8000 ლარი, კომპანია აწარმოებს ქ. ლაგოდეხში 2 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მტკიცე პირობა მოგვცეს რომ უახლოეს პერიოდში გადაიხდიან დავალიანებას.)

 

5. მუნიციპალიტეტის მერმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი საქმიანობა.      

2018 წლის აგვისტოს თვეში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიის (წყალდიდობა) შედეგად მუნიციპალიტეტში წყლით დაიტბორა მოსახლეობის მიწის ნაკვეთები და დაზიანდა შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ შესწავლილი იქნა სტიქიის შედეგები და მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 800,000 ლარი. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2018 წლის პროგრამიდან დახმარება მიიღო სულ 1001 ადამიანმა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 405159.18 ლარი.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში 2018 წელს მომსახურება გაეწიათ:

  • სოციალურად დაუცველი მოსახლეობას - 190 000 ლარი. ჯამში  დაკმაყოფილდა: 341   ოჯახი,  თანხით - 117 387.97  ლარი;
  • მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესების, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლების, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობის ფულადი დახმარება - 35900 ლარი. ჯამში დაკმაყოფილდა 122 ოჯახი თანხით 25 199.05 ლარი;
  • მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 115 000 ლარი. ჯამში  დაკმაყოფილდა 376 ოჯახი თანხით  95 200 ლარი;
  • სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესთა დაცვა - 5000 ლარი. ჯამში  დაკმაყოფილდა 30 ოჯახი, თანხით 3700 ლარი;
  • უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯი) – 3.000 ლარი, ჯამში ხარჯვა: 500 ლარი.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება :

  • უფასო კვების ობიექტი 130 ბენეფიციარზე   90000 ლარით განისაზღვრა და საანგარიშო პერიოდში დაიხარჯა 57539.54 ლარი.
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა 106 000 ლარით განისაზღვრა და საანგარიშო პერიოდში დაიხარჯა 78555.50 ლარი.
  • უმწეო ხანდაზმულთა სოციალური  რეაბილიტაციისათვის 38.708 ლარი გამოიყო და საანგარიშო პერიოდში 27077.12  დაიხარჯა.

 

საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნდა არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირი „ლაგოდეხის სერვის ცენტრი“, მოხდა ორი არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირის რეორგანიზაცია, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „კეთილმოწყობის“ ლიკვიდაციის პროცესი. ზემოხსენებული ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ.

სამსახურის მიერ მომზადებული იქნა  სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული   ხელშეკრულების 10 სამართლებრივი ფორმა.

რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა სულ - 8 საქმე, რომელთაგან ორი საქმე დასრულდა ლაგოდეხის მერიის სასარგებლოდ, ხოლო 6 საქმე ჯერ კიდევ სასამართლო წარმოებაშია. ამასთან, ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოში განიხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 21 საქმე, რომელთაგან 17 საქმეზე მოპასუხე მხარე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად, 2 საქმეზე მოპასუხე მხარე  არ იქნა ცნობილი სამართალდამრღვევად, ხოლო ორი საქმე ჯერ კიდევ სასამართლო წარმოებაშია.

 სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებიდან (სასამართლო პროცესები, სამართალდარღვევები, პირგასამტეხლო), სანქციების სახით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსულია სულ 113 943,52 ლარი, საიდანაც მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი სამართალდამრღვევი პირების მიერ გადახდილია 56 748,25 ლარი,  არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების გამო,  შენობა ნაგებობების მესაკუთრეების მიერ გადახდილია ჯარიმის სახით სულ 19 200 ლარი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს სახით  გადახდილია 37 745,27 ლარი, ხოლო თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის გამო სამართალდამრღვევის მიერ გადახდილია 250 ლარი.

სამსახურის მიერ ინტენსიურად ხორციელდება ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება, რომელიც შეეხება ძირითადად სანებართვო მოსაკრებელს, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელსა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ამოღებულია ადგილობრივი მოსაკრებელი სულ 145 898.44 ლარის ოდენობით, საიდანაც  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელია 76,500 ლარი, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი 22 538.44 ლარი, ხოლო მშენებლობის სანებრთვო მოსაკრებელი 46 860 ლარი. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს დასუფთავების მოსაკრებლის 20 000 ლარის ამოღებაზე გაკეთდა გათვლა, თუმცა დღეის მდგომარეობით მოსაკრებელი ამოღებულია 22 538.44 ლარის ოდენობით.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ექსპლუატაციაში იქნა მიღებული / ვარგისად იქნა აღიარებული 109 შენობა ნაგებობა. დღეის მდგომარეობით სამსახურის თანამშრომლების მიერ მონიტორინგი ხორციელდება 177 სამშენებლო პროექტზე. ამასთან, შესაძლო სამართალდარღვევის (იგულისხმება სანებართვი პირობების დარღვევა) თავიდან აცილების მიზნით სამსახურმა დანერგა წინასწარი წერილობითი შეტყობინებების გაგზავნის პრინციპი,  ამ ეტაპზე გაგზავნილია სულ 67 შეტყობინება.

სამსახურის თანამშრომლების მიერ მომზადებული იქნა 36  დასკვნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგარი ხეების მოჭრა - გადაბელვასთან დაკავშირებით, რომელიც შესასრულებლად გადაეგზავნა ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“.

 საანგარიშო პერიოდში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული იქნა სულ 71 მიტოვებული და არაფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობები (უსახური), მოხდა მესაკუთრის იდენტიფიცირება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიგი ღონისძიებების გატარება მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებისა და მიტოვებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

 

აღსანიშნავია, რომ სამსახურის თანამშრომლები და სამსახურის უფროსი დამატებით ჩართულები არიან მერიაში შექმნილ არაერთ კომისიებსა თუ სამუშაო ჯგუფებში. ამასთან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარეა სამსახურის უფროსი, ხოლო ამ კომისიის მიერ  განხილულია სულ 20 განცხადება პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის შესახებ, აქედან 18 შემთხვევაში დადგინდა დაინტერესებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი, ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივი, ხოლო 1 განცხადება არ დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის არარსებობის გამო.

 

6. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრატსრუქტურული პროექტები

 საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულია 18  პროექტი (დანართი 1),

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

N

პროექტის დასახელება

პროექტის ღირებულება

ხელშეკრულების ღირებულება

 

 

1

ქ. ლაგოდეხში ყაზბეგის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები

241957

241957

 

 

2

ქ. ლაგოდეხში ქიზიყის ქუჩის ა/ბ საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები

395554

395554

 

 

3

ქ. ლაგოდეხში ცინცაძის ქუჩის რეაბილიტაცია

77870

62310

 

 

4

ქ. ლაგოდეხში კუდიგორის ქუჩის რეაბილიტაცია

163070

123000

 

 

5

ქ. ლაგოდეხში ახალგაზრდობის, კავკასიონის, მეგობრობის, ჭავჭავაძის და ფალიაშვილის ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობა.

930847

930847

 

 

6

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. გიორგეთში მეორე ქუჩის რეაბილიტაცია.

406373

307625

 

 

7

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. მშვიდობიანში ქუჩების რეაბილიტაცია.

352496

352496

 

 

8

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ჰერეთისკარში შიდა გზის რეაბილიტაცია

442350

354320

 

 

9

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. კართუბანში მამუკა ნოზაძის ქუჩის რეაბილიტაცია.

360353

360353

 

 

10

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენში (წერეთლის ქ.) ქუჩის მოასფალტება

210465

210465

 

 

11

ქ.ლაგოდეხში 9 აპრილის ქუჩის ნაწილობრივ რეაბილიტაცია

294953

294953

 

 

12

სოფ.განჯალა შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია

241577.49

241577.49

 

 

13

სოფ.საქობოში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

111932.27

111932.27

 

 

14

სოფ.ჭიაურში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

221328.73

221328.73

 

 

15

სოფ.ვარდისუბანში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

63548

63548

 

 

16

სოფ.კართუბანში წყალსადენის მოწყობა

52793

52793

 

 

17

სოფ.ბოლოკიანში ჭაბურღილისა და წყალსადენის მოწყობა

59999

59999

 

 

18

სოფ.ქალქვაში ჭაბურღილისა და წყალსადენი მოწყობა

84276

84276

 

 

 

ჯამი

 

4711742.49

 

4469334.49

 

           

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 9 ინფრასტრუქტურული  პროექტი (დანართი 2),

 

N

პროექტის დასახელება

პროექტის ღირებულება

ხელშეკრულების ღირებულება

1

სოფ. ზემო ბოლქვში ჭაბურღილის და სადაწნეო-საუბნო ქსელის მოწყობა

62275

52480

2

სოფ. ქვემო ბოლქვში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია

29670

23737

3

სოფ. აფენში პირველი ცხაკაიას ქუჩაზე ჭაბურღილის, რეზერვუარის და წყალსადენის მოსაწყობი სამუშაოები.

124583

99667

4

სოფ. გურგენიანის საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაცია

17609

14088

5

ქ. ლაგოდეხის ცენტრალური სკვერის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები

270220

265113

6

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. გიორგეთში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია

18314

16237

7

ქ. ლაგოდეხში „რანის“ სტადიონთან არსებული სკვერის კეთილმოწყობა

88270

70617

8

სოფ. ჰერეთისკარის საბავშვო ბაღის დღის ცენტრის ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა და შენობაში დამატებითი სარემონტო სამუშაოები

39682

39682

9

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 16 ერთეული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სამზარეულოსა და კვების პროდუქტების შესანახი სათავსოს რეაბილიტაცია

69478

69478

 

ჯამი

 

720101

 

 

651099

 

 

 

6.    მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერის მიერ ინიცირებული საკითხები

მუნიციპალიტეტის მერის მიერ საკრებულოში ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, კერძოდ: სტრუქტურული ერთეულების დებულებები და მათში განსახორციელებელი ცვლილებები, ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა და მასში განსახორციელებელი ცვლილებები, პროექტები ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, ზოგიერთი ნორმატიული აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განსახორციელებელი ცვლილების ახალი პროექტები. ახალი ნორმატიული აქტების პროექტები.

ასევე ინიცირებული იქნა პროექტები მერისთვის სხვადასხვა საკითხზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

 

მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში მომზადებული იქნა საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის - განკარგულების 17  პროექტი და საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის - დადგენილების 53 პროექტი. ამასთან სამსახურის მიერ დავიზებული იქნა „ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების“ მიერ მომზადებული ბრძანების(საკადრო) 608 პროექტი. სამართლებრივი დახმარება გაეწიათ მუნიციპალიტეტის მერიის  სამსახურების, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომლებსა და დაახლოებით 1 000 მოქალაქეს.

საანგარიშო პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ 64 განცხადება, რომლებზეც კანონით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით გაეცა პასუხი. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის მიერ არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით.

 

8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში მომზადებული იქნა მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის - ბრძანების 2595  პროექტი.

 

9. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 120 ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 5 497 895 ლარს შეადგენს.

აქედან 18 ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხებით, რამაც შეადგინა 4 066 399 ლარი, აქედან 5 %-203 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტისაა. 18 ხელშეკრულება განხორციელდა ტენდერების საშუალებით,  საიდანაც ადგილობრივ ბიუეტზე 32 000 ლარი, ხოლო ცენტრალურ ბიუჯეტზე 613 000 ლარი მოდის. ბიუჯეტის ეკონომიამ  645 342 ლარი შეადგინა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით დაიდო 102 ხელშეკრულება, რომლის  ღირებულება 1 431 495 ლარს შეადგენს. 102 ხელშეკრულებიდან 33 ტენდერით საშუალებით განხორციელდა.

120 ხელშეკრულებიდან 51 ხელშეკრულება ტენდერის საშუალებით განხორციელდა, 6 კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, 3 ერთობლივი ტენტერის საშუალებით,  ხოლო 60 გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

10. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა.

მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობებისა და მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისრაციულ ერთეულებში 10 შეხვედრა გამართა. შეხვედრებს დაესწრო 500-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტის მერმა 2018 წელს 915 მოქალაქე მიიღო.

 

11. მოქალაქეთა პრობლემებზე მერის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის დადებითად

გადაწყვეტილი საკითხები)

2018 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია მოქალაქეთა 7074 წერილი,  7074-ე განცხადება  გადამისამართებულია შესაბამის სამსახურში რეაგირებისთვის.

  • ადმინისტრაციული სამსახურს დაეწერა 2238 წერილი, აქედან 2238 წერილი გადამისამართებულია შესაბამის ადრესატთან.
  • სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურს საანგარიშო პერიოდში სულ დაეწერა 3 938 მიმართვა/განცხადება, რომელთაგანაც 98%  შესრულდა-მომზადდა ბრძანების პროექტი, გაცემული იქნა შესაბამისი პასუხი ან გადამისამართდა სხვა სამსახურში რეაგირებისთვის, ხოლო დანარჩენი მიმდინარე წარმოებაშია.
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს დაეწერა სულ 1203 განცხადება, აქედან 844 დაკმაყოფილდა, 359 წერილი განხილვის პროცესშია.
  • საფინანსო სამსახურს  შესასრულებლად დაეწერა 723 წერილი, შესრულებულია 709, განხილვის პროცესშია 14 წერილი.
  • სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურს  დაეწერა 1759 წერილი,  შესრულებულია 1677,  განხილვის პროცესშია 82 წერილი.
  • ეკონომიკის სამსახურს შესასრულებლად დაეწერა 330, აქედან შესრულებული 310, განხილვის პროცესშია 20 წერილი.
  • სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს დაეწერა 84 წერილი,  განხილული და შესრულებულია  84.
  • კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურს დაეწერა 176 წერილი, აქედან შესრულებულია 121, განხილვის პროცესშია 9 წერილი.
  • აუდიტის სამსახურის ჩასამატებელია.

 

I2. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა

2018 წლის დასაწყისში ა.ა.ი.პ.-ების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით გატარდა  მნიშვნელოვანი ცვლილებები . აქედან გამომდინარე  მოხდა სამი ა.(ა.)ი.პ ორგანიზაციის ,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“,  ,, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის“,  ,,მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის“  შერწყმა, რომლის შედეგადაც მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა ახალი ა.(ა).ი.პ. ორგანიზაცია ,,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი“.  ცენტრის მიერ შემუშავებულია სამუშაო გეგმა,  რომელიც მუშაობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებით: კულტურა, სპორტი, სათემო ახალგაზრდული ცენტრები, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და მოსწავლე -ახალგაზრდობა. ცენტრში ფუნქციონირებს ველოსპორტის, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ქართული ჭიდაობის, ძიუდოს, ჭადრაკის  ჯგუფები. აღნიშნულ ჯგუფებში დაკავებულია 500--მდე მოსწავლე-ახალგაზრდა. ასევე ფუნქციონირებს სახალხო დრამატული, თოჯინების  და საბავშვო თეატრი. ( საბავშვო თეატრში დაკავებულია 40 მოსწავლე).

მიმდინარე წლის განმავლობაში  ჩატარდა თითქმის ყველა გეგმიური და საზეიმო ღონისძიება მოქმედი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლების, შემოქმედებითი ჯგუფების, სახელოვნებო სკოლებისა და მიზნობრივი მონათესავე კულტსაგანმანათლებლო ორგანიზაციების მონაწილეობით.

მიმდინარე წელს  საფუძველი ჩაეყარა მრავალ საინტერესო პროექტს. სკოლის მოსწავლეების,  ახალგაზრდების, აქტიური ადამინებისათვის, რომელთათვისაც მნიშვენლოვანია, როგორც პირადი წარმატება, ისე საერთო საქმე და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობა.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კეთილმოწყობას და ინვენტარის შეძენას.  ლაგოდეხის სპორტ-დარბაზში მოხდა სველი წერტილების  და ელექტრო გაყვანილობის შეკეთება-შეცვლა ახალი დიოდური ნათების ელექტრო ნათურებით. ასევე ამოქმედდა და ფუნქციონირება დაიწყო ფიტნეს-კლუბმა.

თოჯინების სახალხო თეატრისათვის დამზადდა  ახალი თეჯირი, შეძენილია ექვსი ახალი თოჯინა.

კინოთეატრ „სინემი“-ს გარე პერიმეტრზე მოხდა ელექტო გაყვანილობის შეკეთება-შეცვლა  და  დამონტაჟდა ახალი დიოდური სისტემის  ეკონომიური ელექტო ნათურები.

,,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროექტებია.

პროექტი ,, ერთად ჯანსაღი ცხოვრებისაკენ“, მიზნად ისახავდა     სათემო ცენტრებში  ახალგაზრდების შესაძლებლობების გამოვლინებას. მათ  ერთმანეთთან დაახლოვება დამეგობრებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფრენბურთის და მინი ფეხბურთის ამხანაგური შეხვედრები ახალგაზრდული სათემო ცენტრების მონაწილეობით.

პროექტი ,, ლაგოდეხი ცის ქვეშ“,   მორგებული იყო ყველა ასაკის თაობისათვის და მიზნად ისახავდა ზაფხულის უქმე დღეებში მათ სულიერ და ფიზიკურ დასვენებას. 1 ივლისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით პროექტის ფარგლებში „რანის“ სტადიონზე კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემებში ეწყობოდა  კულტურული და სპორტული ღონისძიებები ანიმატორებისა და მულტფილმების გმირების მონაწილეობით, სადაც ბავშვებს სთავაზობდნენ უამრავ გასართობ აქტივობებს, ხოლო საღამოს ანიმაციურ ფილმს და თოჯინების სპექტაკლს.

 ,,საზაფხულო სკოლა“ მიზნად ისახავდა  სკოლის ასაკის ბავშვებისთვის საზაფხული არდადეგების გონივრულად გამოყენებას. მათ ერთი თვის განმავლობაში შეისწავლეს: მშობლიური მხარის   ისტორია, მათემატიკა, ლოგიკა, შეისწავლეს  რებურსებისა და თავსატეხის ამოხსნა, ხატვა, ხელოვნება, მხატვრული კითხვა, დაგეგმილი იყო  გასვლითი ღონისძიებები, გაიმართა ინტელექტუალური თამაშები, მხიარული სტარტები, ექსკურსია ,, მაჭის ციხეზე“.

ფესტივალი  ,, ლაგოდეხი-2018“   დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული აქტივობებით: ,, ფიგურული სლალომი“ პარკურის ჩემპიონატი, ასევე დღის ბოლოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ელექტრონული მუსიკა.  ფესტივალი პირველად ჩატარდა მუნიციპალიტეტში და დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსახლეობაში. 

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობები, როგორც ახალგაზრდებში ისე ორგანიზაციებს(მანდილოსნებს) შორის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახალხო დღესასწაულების ჩატარებას, მიმდინარე წელს ჩატარდა  ,,ნოვრუზ-ბაირამი“ დღესასწაული,ასევე ,,აფენობა“, ,,კოსტაობა“, „ძელიცხოვლობა“ და სხვ. გამორჩეულად სანახაობრივი იყო წლევანდელი ,,ჰერეთობა“, სადაც წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტის  თითქმის  ყველა  თემი, სხვადასხვა ფოლკლორული ჯგუფები.

 სპორტული ღონისძიებები

წარმატებულად მიმდინარეობს  სპორტული ჯგუფების მიმართულებით მუშაობა. მერიის დაფინანსებით ლაგოდეხელი მოჭადრაკეები, ანა და მარია ლიმარები 10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის   ყოველწლიურად, სხვადასხვა ტურნირებში და შეჯიბრებებში იღებენ მონაწილეობას, საქართველოს მასშტაბით და მნიშვნელოვან წარმატებებსაც აღწევენ. წელს მარია ლიმარმა მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის  საგზური . ჩემპიონატი რიგაში გაიმართება.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თბილისის ფრენბურთის არენაზე გამართულ სასკოლო ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას იღებდნენ ლაგოდეხელი სპორტცმენები ზურაბ ბოკერია და ლუკა ჯავახიშვილი. ტურნირის საუკეთესო ფრენბურთელად დასახელდა ლაგოდეხელი ზურაბ ბოკერია. ( მწვრთნელი მალხაზი მუმლაძე).

წელს   ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარული გეგმის თანახმად   საქართველოს ეროვნული ჩემპიონატს საგზატკეცილო ველოსპორტში ლაგოდეხმა უმასპინძლა, ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიოინებისა და ქალაქის  საუკეთესო სპორტსმენებმა.

ქ. თბილისში  გამართულ   „სამთო ველოსპორტის“ საქართველოს ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილი ლაგოდეხელმა ალექსანდრე გოგოლაძემ მოიპოვა.

ჭიდაობის ჯგუფები წარმატებულად გამოდიან როგორც ადგილობრივ, ასევე კახეთის მასშტაბით გამართულ ასპარეზზე. ჩვენს მოჭიდავეებს თითქმის ყველა წონით კატეგორიაში აქვთ მიღწევები.

  

,,ჰერეთის თასი 2018“ - კახეთის რეგიონალური ტურნირი ქუჩის კალათბურთში 3X3 - ზე  , ტურნირი საკმაოდ პოპულარულია ახალგაზრდებში.   ტურნირში მონაწილეობა მიიღეს  ლაგოდეხის, თელავის და გურჯაანის გუნდები. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა საჯარო სკოლებში ფიზკულტურისა და სპორტის გაუმჯობესების საკითხისადმი და  ამისათვის  ა(ა)იპ  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობით და აქტიური ჩართულობით  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადა  სპორტის სხვადასხვა სახეობაში და გამარჯვებული გუნდები მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მიიღებენ მონაწილეობას კახეთის რეგიონალურ ჩემპიონატში.

 ისტორიული მუზეუმი

ისტორიული მუზეუმმა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად  ერთობლივ არქეოლოგიურ გათხრები აწარმოა მსხალგორში, აღმოჩენილია ახალი ექსპონატები.

ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმმა და საქართველო - იტალიის ქ. ვენეციის ,,QNAIF’-ის უნივერსიტეტის  სტუდენტებმა და პროფესორ მასწავლებლებმა  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამართულ ერთობლივ ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა.

 საანგარიშო პერიოდში მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ცენტრის ხელნაწერების გამოფენა--,, ილია ევროპელი“. ასევე გამოფენილი იქნა მუზეუმის ფონდებში დაცული სხვადასხვა საუკუნეში მოჭრილი ფულის ნიშნები ( მონეტები, მანეთები, ბონები, ლატარიის ბილეთები და სხვა).

ლაგოდეხის ისტორიული  მუზეუმი   შეუერთდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ  ინიცირებულ  პროექტს    კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი ,, გაზიარების  ხელოვნება“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლექცია თემებზე: ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცის შესახებ.  ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ.  გ) ლაგოდეხის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ფოტო-გამოფენა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  გამართულ  წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ლაგოდეხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად საჩუქრად გადაეცა 450 ლარის ვაუჩერი. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.და მას ორგანიზება საქართველოს წიგნის გამომცემელთა  და გამავრცელებელთა ასოციაციისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ გაუწია.

წარმატებულ მუშაობას აგრძელებს სახელოვნებო სკოლების გაერთიანება.  მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები: საახალწლო, ქალთა საერთშორისო და ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, აკადემიური კონცერტები. სახელოვნებო სკოლების გაერთიანებამ მერიის დაფინანსებით, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალში.

2018 წლის 9 ივნისს ჩატარდა ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლის 60 წლისა და გაერთიანების 10 წლისთავისადმი  მიძღვნილი საიუბილეო საღამო, სადაც მოწვეულები იყვნენ სკოლის კურსდამთავრებულები, ყოფილი მოსწავლეები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრები და ის ახალგაზრდები, რომლებიც აგრძელებენ მუსიკალურ შემოქმედებას. სახელოვნებო სკოლის კურსდამთავრებულმა კონსერვატორიის სტუდენტმა ზურაბ გორგიაშვილმა მუსიკოს დათუნა ალადაშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გამართულ კონცერტზე, კერძოდ ქ. ყვარელში და ქ. გორში, სადაც შეასრულა საკუთარი ნაწარმოებები.

2019-2020 სასწავლო წლისათვის გათვალისწინებულია ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლის დაწყებული რემონტის დამთავრება, გამოყოფილია თანხა მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად.

მიმდინარე წელს ცვლილებებია დაგეგმილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის დადგენილების თანახმად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება,უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობას  როგორც  მატერიალურ-ტექნიუკური ბაზით, ასევე კვების ბლოკით, ბავშვთა აღზრდის მეთოდებით და სხვ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები და  189 388 ლარით გაზარდა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა კვების ხარჯი. ასევე მუნიციპალიტეტის ბაღებში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა: ლაგოდეხის N 2 საბავშვო ბაღს, დარჩენილია მცირე სამუშაოების მეორე ეტაპი.  ბაღი უზრუნველყოფილი იქნა ახალი ინვენტარით აღჭურვით. სოფელ გურგენიანის საბავშვო ბაღში შეიცვალა სახურავი, სოფ. ჰერეთისკარის  ბაღში  შეიცვალა კომუნიკაციები და მოხდა ეზოს რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ინვენტარით აღიჭურვა თამარიანისა და კართუბნის საბავშვო ბაღები.

მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16 ბაგა-ბაღის სამზარეულოს. მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა და სველი წერტილები.

აღმზრდელ-მეთოდისტთა  მომზადების დონის ამაღლების მიზნით. მიმდინარე წელს ტრენინგი გაიარა 30 საბავშვო  ბაღის 30- მა უფროსმა აღმზრდელ-მეთოდისტმა.

 

 ა(ა)იპ ,,ლაგოდეხის სერვის ცენტრი’’ დაფუძნდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის 12 იანვარს.

დაფუძნების დღიდან ორგანიზაციის მიერ ყოველდღიურად მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები:

  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხდება საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენების გატანა შემუშავებული გრაფიკის მიხედვით; ყოველდღიურად სუფთავდება ქალაქის ქუჩები და სკვერები;
  • ხორციელდება სასაფლაოების მოვლა-პატრონობა: ითიბება ბალახი, აგრეთვე იწამლება  ბალახი ბალახ საწინააღმდეგო ჰერბიციდებით, იწმინდება ეკალ-ბარდისგან და სუფთავდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან;
  • მიმდინარეობს დაზიანებული ხეების ჭრა ვარჯის ფორმირება (36 სამუშაო);
  • მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ყოველდღიურად სუფთავდება მაგისტრალების გზების გვერდულები. გამწვანების სპეციალისტების მიერ შეთეთრდა ხეები, სკვერებსა და პარკებში  დაირგო ცოცხალი ყვავილები;
  • საანგარიშო პერიოდში ახალი ლედ ტიპის  (1832ც.) სანათებით შეიცვალა ძველი გარე განათების  სისტემა. ეტაპობრივად მიმდინარეობს დაზიანებული   და გადამწვარი სანათების შეკეთება-შეცვლა;
  • მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე დაიდგა 290  ახალი ნაგვის ურნა;
  • სოფლებში არსებული წყლის სისტემის მოვლა- პატრონობა, დაზიანებული მილების შეცვლა, მაგისტრალების შეკეთება-მოწყობა ხორციელდება. (ჩატარდა 44 სამუშაო);
  • გაიჭრა 48 სანიაღვრე არხი; არსებული არხები იწმინდება ეკალ-ბარდისა და ნაშალისაგან; მოიხრეშა 11 ობიექტი;
  • მუნიციპალიტეტში არსებულ ხევებში ჩატარდა 32 ნაპირსამაგრი და გაწმენდითი სამუშაო;
  • ორგანიზაცია სისტემატიურად ეხმარება სტიქიის პერიოდში დაზარალებულ  მოსახლეობას.

 

 

 

 

 

ხელის მოწერა -------------------------

 

Share page