წყალმომარაგება და კანალიზაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქვეყნის მასშტაბით, ყველა ურბანული ტიპის დასახლებაში (გარდა თბილისი, რუსთავი, გარდაბანი,  მცხეთა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს. მისი საქმიანობის წარმატების გარანტი მაღალორგანიზებული და ქმედითუნარიანი რეგიონული ფილიალიები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სერვის ცენტრებია. კომპანიის მომსახურების არეალში მყოფ აბონენტებს ოპერატიულ და მაღალ ხარისხიან მომსახურებას  9 რეგიონული ფილიალი და 50 სერვის ცენტრი უწევს.

კომპანიის მისიაა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის  უწყვეტ, 24 საათიან რეჟიმში მიწოდება. ხოლო, საქართველოს რეგიონულ ცენტრებსა თუ ქალაქებში  მოდერნიზებული, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი, გამართული წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც იმ სერვის ცენტრთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მოსახლეობა 24 საათიან რეჟიმში იღებს სასმელ წყალს.  შრომისა და ლაგოდეხის სათავე ნაგებობებზე არსებულ რეზერვუარებში მთებში შეკრებილი წყაროებისა და მდინარეების წყლები იყრის თავს, რომლებიც ილექება და ქლორის დოზირების აპარატის მეშვეობით თხევადი ქლორით მუშავდება. რის შემდეგაც, „ჯანმრთელი“ წყალი ლაგოდეხისა და კომპანიის მომსახურების არეალში მყოფ სოფლების (შრომა, რაჭისუბანი, კავშირი, დავითიანი და გელათი) მოსახლეობას მიეწოდება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სასმელი წყლის ხარისხს მუდმივად აკონტროლებს ყოველდღიურ რეჟიმში.  კომპანია ფლობს უმაღლესი დონის თანამედროვე წყლის ცენტრალურ ლაბორატორიას, რომელიც კოორდინაციას და კონტროლს უწევს რეგიონის ლაბორატორიებს და რეგულარულად აკონტროლებს წყლის ხარისხს რეგიონებში.

რეგიონების მიხედვით კომპანიას 44 ლაბორატორია აქვს, მათ შორის არის მობილური ლაბორატორიებიც. კომპანიის ცენტრალურ ლაბორატორიაში წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევების ჩატარება ეროვნული და ISO სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

ტექნიკური რეგლამენტისა და კომპანიის მიერ დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სერვის ცენტრის ლაბორატორიის მიერ, 3 საათში ერთხელ  როგორც სათავე ნაგებობებზე, ასევე ხუთივე სოფლისა და ქალაქის 3-4 საკვანძო წერტილებში მიმდინარეობს ქიმიურ-ლაბორატორიული მონიტორინგი. ხოლო ბაქტერიოლოგიური შემოწმება 24 საათში ერთხელ ტარდება.

 

საქ. გაერთიანებული წყალმომარაგების ლაგოდეხის სერვის ცენტრი

ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის ქ. 25

www.water.gov.ge

ელ-ფოსტა: info@water.gov.ge

Share page